Jump to content
×
×
  • Create New...

ზოდიაქოს ნიშნები


Recommended Posts

კირჩხიბი
მენტალური არასტაბილურობა

პირველ ადგილზე კირჩხიბია. კირჩხიბი მიჩნეულია კრიმინალების მთავრად :D  20 ივნისი - 22 ივლისი. ამ ადამიანებს აკლიათ მენტალური სტაბილურობა, რაც მათ ყველაზე საშიშ ზოდიაქოდ აქცევს. როდესაც ისინი ბრაზდებიან, გიჟდებიან და ნებისმიერი საშინელი დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ.

კირჩხიბები ძალიან ემოციურები და ჰიპერსენსიტიურები არიან, მათი შეხება ნიშნავს იმას რომ თავს განსაცდელში იგდებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ეჭვიანობისა და ვნების ნიადაგზე კლავენ და მათ უმეტესწილად მენტალური არასტაბილურობის გამო აკავებენ.

 

მორიელი
ტემპერამენტული

კირჩხიბის შემდეგ, მორიელი მეორე ნიშანია, რომელსაც ბრაზის კონტროლთან პრობლემები აქვს. 23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი. ეს ადამიანები ძალიან ფეთქებადები არიან და ადვილად არ ნებდებიან. მათ უნდათ რომ ყველაფერი ისე ხდებოდეს როგორც მათ სურთ და თუ ეს ასე არ ხდება, საღ აზრს კარგავენ. ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომ მათი კონკურენტული ბუნება მათივე უდიდესი სისუსტეა.

ამ ადამიანებს არ უყვართ წაგება, მათ ნებისმიერ ფასად უნდათ წარმატების მიღწევა. ამიტომ ისინი შესაძლოა ფულის გათეთრების სქემაში ან დიდ ფინანსურ სკანდალში მოხვდნენ. მათი ტემპერამენტი არის ის რაც მათ ამ საშინელ აქტივობებს აკეთებინებს. 

 

კურო
შურიანი, აგრესიული

საშიში ზოდიაქოების სიაში კურო მესამე ადგილზეა. 21 აპრილი - 21 მაისი. ეს ადამიანები ძალიან შურიანები არიან და ხდებიან აგრესიულები თუ საქმე არ გამოსდით. არიან ძალზედ სადისტურები და ბრწყინვალედ შეუძლიათ მანიპულატორობა. თუმცა, საკუთარი ინტელექტის წყალობით პირდაპირ დანაშაულს არ ჩაიდენენ და ამისთვის სხვას გამოიყენებენ. 

ამ ადამიანებს უნდათ იყვნენ სამყაროს ლიდერები და წარბსაც არ შეიხრიან თუ ამისთვის ვინმეს მკვლელობა დასჭირდათ.  ხშირად ისინი სადისტური მკვლელები ხდებიან. 

 

მშვილდოსანი
უხეში და ჭკვიანი

მშვილდოსანი, კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც უნდა ერიდებოდეთ. 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი. ეს ადამიანები ძალიან უხეშები მაგრამ ამავდროულად ძალიან ინტელექტუალურები და ჭკვიანები არიან. მათ ყველანაირი ხრიკი აქვთ შენახული და ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეუძლიათ თავის დაღწევა. ამ ადამიანებს მაღალი IQ აქვთ, რაც მათი მთავარი ძლიერი მხარეა.

მშვილდოსანი არასოდეს დაღვრის სისხლს სანამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, მაგრამ შეუძლია საკმაოდ უხეში იყოს. ეს ხალხი მრავალფეროვანი კრიმინალია, თუმცა საკუთარი ჭკუის ხარჯზე ხშირად ახერხებენ ციხიდან გაქცევას. ძალიან ძნელია მშვილდოსანის ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება. 

 

ქალწული
პროფესიონალური ქურდი

ერთ-ერთ საშიშ ზოდიაქოს ნიშანს, ქალწულს, ხშირად პერფექციონისტს უწოდებენ. 23 აგვისტო - 22 სექტემბერი. ეს ადამიანები ძალიან ორგანიზებულები არიან და უნდათ ყველაფერი იდეალურად იყოს. ისინი ქურდობის სპეციალისტები არიან და თან ისე, რომ არანაირ სამხილს და მინიშნებას არ ტოვებენ. 

ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ თუ ქალწულთან მეგობრობა მოგინდათ, მათი ნდობა საერთოდ არ შეიძლება. ქალწული მხოლოდ საკუთარი სარგებლის გამო ემეგობრება და როდესაც მეგობარი მისთვის საჭირო რესურსებს ამოწურავს, მას უკაცრიელ ადგილას მარტოს და გასულელებულს დატოვებს. მათ დანაშაულებში შედის ჰაკერობა და მძარცველობა. 

 

თევზები

სერიული მკვლელები, ფულის ხამები :დ, ნარკომანები

თევზი ის ნიშანია, რომელიც ყოველთვის ფულთან ტრიალებს. 19 თებერვალი - 20 მარტი. ამ ადამიანებს ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა საიმისოდ რომ ფული გააკეთონ, ხშირად ზუსტად ეს არის მკვლელობის მიზეზი - ფულის გაკეთება. ასევე ისინი მიდრეკილები არიან ნარკოტიკების/ალკოჰოლის მოხმარებისკენ. ამის მიზეზია რომ როდესაც თევზი დანაშაულს სჩადის, ამას არაორდინალურად აკეთებს.

მას ხშირად დაინახავთ უკანონო აქტივობაში ჩართულს, საზიზღარი დანაშაულის ჩადენისას მხოლოდ ფულის გულისთვის. თუმცა, როდესაც საქმე ქველმოქმედებას, შემოწირულობას და სხვების დახმარებას ეხება, ისინი ყოველთვის მზად არიან ამისთვის. ეს თევზების ერთადერთი კარგი თვისებაა.
 

 

ტყუპები
თაღლითი და არათანმიმდევრული

სიაში ბოლო ადგილზეა ტყუპები. 21 მაისი - 21 ივნისი. ეს ადამიანები დიდი თაღლითები არიან და მათი არათანმიმდევრულობის გამო ხშირად ექმნებათ პრობლემები. ისინი სწრაფად სწავლობენ და იუმორის კარგი გრძნობა აქვთ, თუმცა მათი გადაწყვეტილებები მერყევია, რის გამოც ყველა ზოდიაქოს ნიშნებიდან მიჩნეულები არიან ყველაზე არათანმიმდევრულ ნიშნად.

თუ მათ სამსახურში აყვანას აპირებთ, ფრთხილად იყავით რადგან შესაძლოა ისინი თქვენი კომპანიის საიდუმლო ინფორმაციას თქვენს კონკურენტებს აწვდიან. ტყუპები უემოციოები არიან და ადამიანები მხოლოდ გასასულელებლად და საკუთარი სარგებლის მისაღებად სჭირდებათ. ვერასოდეს გაიგებთ თქვენს წინააღმდეს რას მოიმოქმედებენ. 

 

 

რა თქმა უნდა მერწყული როგორც დიდი ჰუმანისტი და პაციფისტი ყოველთვის სიის ან ბოლოშია ან ბოლოსწინაზე :lol:

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

ვუაა

მერწყული არ არის ამ სიაში?

როგორ მოხდა რომ არ ჩაგვაკვეხეს? :lol:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, X-Ray said:

გარყვნილი თუ გაუმაძღარი? :D

სავარაუდოდ ორივე :givi:

 

 

Share on other sites

1 საათის წინ, mulan said:

სავარაუდოდ ორივე :givi:

ანუ, ტიპა - в гостинной королева, в спальне проститутка? :lol::lol::lol:

Share on other sites

12 საათის წინ, mulan said:

ვუაა

მერწყული არ არის ამ სიაში?

როგორ მოხდა რომ არ ჩაგვაკვეხეს? :lol:

როგორც დავაკვირდი მსგავს სიებში სულ ბოლოშა ხოლმე მერწყული :D რა ვქნათ მაინც ჰუმანურები ვართ ზოგადად :D

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

თევზებზე რა სისულელე წერია

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   321 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 321 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)