Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი

გაბადრული სახით ვზივარ და ღიმილს თავს ვერ ვუყრი :lol: 

 

ბალიში აი რა დამხატავდა ახლა :love: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

დავიღალე. დამალვა მინდა.

სადმე.

აი ახლა მინდა ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და ჩამეხუტოს მარა ითს ოკ. ვიჭუპაჭუპებ და დავიძინებ. გადამივლის

 

 

 

:facepalm:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვერ ვიტყვი რომ დავიღალე ამ ყველაფრით. უბრალოდ სიახლეები გარდაუვალია და მომადგა უკვე კარზე, ხელოვნურად ვეღარ შევაჩერებ ამ ყველაფერს. არა თუ ვეღარ - არ შევაჩერებ! 

სულ ბუნაგში ვერ ვიჯდები, მეყოს კომფორტის ზონაში ლივლივი!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მიყვარს რა

ფანჯარა რომ მაქვს ღია და შორიდან ძაღლების ყეფვის ხმა რომ მესმის, ბურთის თამაშის და ბავშვების ჭიჭყინის, ადამიანების ხმა ოღონდ შორიდან, აი მაბოდებს ამ ხმებზე :love:

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ძალიან ჩავსტრუქტურდი

უნდა მივანგრ-მოვანგრიო გარშემო ყველაფერი ! 

 

 

'nothing ever happened, not even this'

 

Share on other sites

  • ფორუმელი

უნდა გავბრაზდე, თითქოს მეწყინოს მარა რატო ველოდი რომ რამე შეცვლიდა ამ ადამიანს უკეთესობისკენ ვერ ვხვდები. რა ღლექალაცაა ის დარჩება მთელი ცხოვრება,  მადლობა ამ ღლეობისთვის, აუცილებლად გადავაწყობ, ისევ, ჩემ შენდამი დამოკიდებულებას. მეტი შანსი არ გექნება :nope:  

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ნაცნობ ტექსტებში და ნაცნობ მანერებში რომ ლივლივებ რა კაიფია... ზაზა შე ტრაკო, ჩვენ ორივენი იგივენი ვართ მარად და მარად, მევასება შენი წერის მანერა, შენი აზრთა წყობა,  ინტელექტი და სიღრმისეული წიაღსვლები, ასოციაციები, მოქოქილი ფანტაზია და მრავალშრიანი იუმორი, თვითკრიტიკა თვითღლიცინი და რაც ყველაზე მეტად მევასება შენი ტონკი სნიბიზმი! ავჩუყდი და მომნატრებიხარ თურმე! ესეც ასე, ის ეტაპი როცა მხატვრული ტექსტები იშვიათად მარა მაინც მისწორდებიან და რაღაცას მაძლევენ, დაბრუნებულად გამომიცხადებია ჩემ ცხოვრებაში :love: 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

აკაციის სურნელი ჩემ იისფერ კალმებს და ბავშვობას მახსენებს და იმ დილებს ძილში რომ ვხვდებოდი დედამ ოთახში აკაცია მომიტანა ლარნაკით... ტყეში კონცენტრირებული აკაციის სურნელი არეული იისფერ აზალიების სურნელთან ერტად როცა სამყაროში ეს საოცარი წუთები და წამები შეგიძლია გქონდეს რატო არ უნდა იკაიფო ვითომ? ჰო და  :fofo:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   250 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 248 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • JOTO