Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Eric said:

ღია ჭრილობა რჩება. სადღაც მარცხენა მხარეს, სიღრმეში.  სამუდამოდ.

იცი რა. ადრეულ ასაკში რო გარდაიცვლება ადამიანი ვერ ხვდები და ცოტა ნელნელა მოდის გაცნობიერება.

ძაან გვიან რო გარდაიცვლება ან უიმედო დაავადება რომ სჭირს წლები, ცხადია აცნობიერებ და მეტნაკლებად შენც შეგუებული ხარ და ისიც.

და აი ამ ასაკში როცა თან არცერთი შვილი დაქორწინებული არაა, უიმედო დაავადებაც არ ჰქონია (იმედებს გვაძლევდნენ სერიოზულს) და სრულად რომ აცნობიერებ და შეგუებული არ ხარ ამ დროს ალბატ განსაკუტრებულად რთულია. 

1 საათის წინ, Chigurh said:

<3

ვიცი

ვხვდები

ჩვენი წალკოტი

მოირის მაკრატელით

იქცა ყაზარმად.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

მთაწმინდის მთვარე როგორია იცით? აი ისეთი ახლა რომ ანათებს, გალაკტიონი რომ ბჟუტურებს იმდაგვარი კი არა :baby:

საოცარი პეიზაჟია, პროსტა მე ვარ უნიჭო...

რომ არ მეშლება ნერვები ეს უკვე კაია :love:

ახლა ამ პრობლემასაც მოვაგვარებ და მშვიდი ძილი და მისი ჯანი :love:

23 წლის ასაკში კი ვიყავი ისე ბედნიერი, 33 წლის ასაკშიც რომ ვიყო ხო შეიძლება? :wtf:

Share on other sites

  • ფორუმელი

ეი პიზდეცია დამდგარი თუ მე დილას სამზარეულოში კასტა დივას ''ღიღინით'' შევედი :facepalm:

Share on other sites

  • ფორუმელი

ცოტა ხანში გავითიშები. იმედია ამაღამ მაინც დამეძინება გამოღვიძებების გარეშე თორემ ოოო

Share on other sites

  • ფორუმელი

ოდესმე ჩემი შრომა ზუსტად იმ მასშტაბებში დამიფასდება რაშიც ვიმსახურებ. გული მერევა. თავი მტკივა. თვალებიც  მტკივა მარა მაინც კმაყოფილი ვარ :love:

ალბათ იმის კეთება რაც არ მოგწონს როგორი უბედურების მიზეზი შეიძლება ოყოს. არ ვარ უმადური. მადლიერი ვარ! მე ხომ სამყაროს ნებიერა :love: 

Share on other sites

@t-90

ჩემი ძმის წლისთავიდან 10 დღეში მეუღლე . . . 

და რომ მეგონა ვსო, უცებ ისეთი "შოკი" დაუშვა ღმერთმა ჩემზე. ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი . . .  გარდა შოკის მიზეზებისა! იმ მომენთში ეს აუტანელ სისასტიკედ მეჩვენებოდა, თუმცა  . . . რაც არ გკლავს, გაძლიერებს - ეს შოკზე!

და მაშინ აღმოვაჩინე, რომ არასწორად ვცხოვრობდი, არასწორად მიყვარდა, არასწორად . . .  არ შეიძლება ადამიანის გაღმერთება, არადა ორივეს ლამის ვაღმერთებდსი და ეს იყო შეცდომა! ძაან მოსაწყენია,  მაგრამ ცხოვრება მზადებაა სიკვდილისთვის და ეს რომ გავაცნობიერე, მერე გასაძლისი გახდა და  . . . გაუბრალოვდა ეს წარმავალი სამყარო.  ახლა არ ვიცი ეს სამყარო მართლა უბრალოა თუ მე მეჩვენება ...

და დავიწყე კითხვა . . . ბიბლიის! 

მანამდე არ უნდა წამეკითხა? და რომ წამეკითხა, იქნებ ... 

თურმე ისე ვიყავი ჩაკარგული მათზე ფიქრში და მათზე ზრუნვაში, პიროვნულად ვქრებოდი . . . და ეს არ იყო სწორი! მათ თავიანთი წილი ტვირთი ითვირთეს და წავიდნენ, ახლა მე უნდა გავუძლო ამ ტვირთს და საერთოდაც, ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარ ტვირთზე და ამ ტვირთის სწორ ზიდვაზე უნდა ვიყოთ მიმართულნი ალბათ და ამით სხვების ტვირთს მაინც არ დავამძიმებთ!

On 11/7/2021 at 2:37 PM, t-90 said:

იქცა ყაზარმად.

თანდათან მოგონებების ადგილად გადაიქცევა, მერე იქნებ ისევ წალკოტადაც აქციო.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
39 minutes წინ, ASIA said:

კი ბატონო სრულიად შესაძლებელია.

უბრალოდ აქ ცოტა სხვა ამბავია.

რაც შეეხება მზადებას სიკვდილისკენ მე ეხლა ცოცხალი არ უნდა ვიყვე მედიცინის კანონზომიერებებიდან გამომდინარე, მაგრამ ვარ.

სამწუხაროდ დედას პირიქით მოუწია, ყველა კანონზომიერებისდა მიუხედავად გათავდა თვენახევარში ქალი.

39 minutes წინ, ASIA said:
On 11/7/2021 at 2:37 PM, t-90 said:

თანდათან მოგონებების ადგილად გადაიქცევა, მერე იქნებ ისევ წალკოტადაც აქციო.

ყაზარმად იმიტომ იქცა რო სამი კაცი დარჩა სახლში მხოლოდ.

56K ფორუმ პოსტის გაკეთების მაგივრად სჯობდა საქმე მეკეთებინა, მაგრამ ისიცაა, მერე აქაურ ხალხს ვეღარ ვნახავდი და ამ თემებშიც ვერ გავერკვეოდი.

ვინ იცის სჯობდა კიდეც. ხანდახან უვიცობა სჯობს.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Posted (შესწორებული)
54 minutes წინ, t-90 said:

ყაზარმად იმიტომ იქცა რო სამი კაცი დარჩა სახლში მხოლოდ.

54 minutes წინ, t-90 said:

სჯობდა საქმე მეკეთებინა,

სჯობს საქმე აკეთო და თან შიგადაშიგ პოსტო!

სექტემბერში საავადმყოფოში მოვხვდით მე და დედა კოვიდის გამო, სასწრაფოთი გადაგვიყვანეს და ჩემი ძმა თავისი მანქანით უკან მოგვყვებოდა - არც ჩემი ძმა არის დაოჯახებული - უცებ გავიფიქრე მე და დედას რომ რამე დაგვემართოს, ეს ხომ მარტო რჩებამეთქი და "ავუკრძალე" ჩემ თავს  ცუდად გახდომა. ნეტა თვითონ რას ფიქრობდა . . . არ მიკითხია!  თუ არ დაოჯახდება, ჩვენ სამიდან ერთერთს ოდესმე მარტოობა მოგვიწევს ...  

54 minutes წინ, t-90 said:

სამი კაცი დარჩა სახლში მხოლოდ.

ალბათ მამა,  ძმა და შენ ხო?    მამა მაინც გაახარეთ!

54 minutes წინ, t-90 said:

ვინ იცის სჯობდა კიდეც. ხანდახან უვიცობა სჯობს.

ოჯახი ჯერ, მერე სხვა ყველაფერი . . . 

წარმატებები! აუცილებლად!:yes:

Edited by ASIA
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   311 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 311 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)