Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

რა ვიცი, მე ჩემ წლევანდელ გეგმებს იდეალურად მივყვები და :chups:

მომწონს ასეთი დღეები რა :inlove:

მშვიდი ღამე სამყაროვ! დღეს ხო გოჭიკი ვიყავი? ჰო და ხომ ვიმსახურებ იმ რაღაცებს? იფიქრე ამაზე :lol:

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ბოლო 17 წელიწადი რომ შანსი არაა არ გაგახსენდეს 16, 20, 21 აპრილი, ის ქაჯიც კი მენატრება, ზუსტად ვიცი მასაც, ტყუილად არ მიგდებს მის თავს ინსტაგრამზეც და ფბ ზეც ალგორითმი, ჩლუნგი! გონია ვერ ვხვდები მისი ექაუნთი რომაა, რატომ გონია რომ მე სკლეროზი მაქვს მისი ნიკები ვერ გავადღნა, შას დამავიწყდებოდა მისი საყვარელი პერსონაჟი უჩლუნგესი ნაწარმოებიდან :lol: 

აპრილი ჩემში ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებს და შეგრძნებებს აღვიძებს, სახლამდე გზა დავიგრძელე რომ აყვავებული არღნების ხეივნით, ალუბლებით და იასამნებით მესიამოვნა, საღამოს უბნური, ყრუ მიკორონებული ჩურჩულები მომესმინა... როგორ მირევთ ხოლმე გულს ადამიანებო მაგრამ თქვენ გარეშე სიცოცხლე მაინც ვერ წარმომიდგენია, რამდენ რამეს გპატიობთ ამის გამო, საკუთარ თავს სიცოცხლესაც კი ვპატიობ თქვენ გამო, ამაზე მეტი რაღა! 

აჩუყებული ვარ. დღესაც ღია ფანჯრიდან შემოსულ მიწის სურნელებში ჩამეძინება, აეგრე! :fofo:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

გადავიღალე. ძალიან ძაააალიან

 

რესტარტი მჭირდება

ზოგჯერ ისიც მგონია რომ მინდა არ ვარსებობდე...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მინდა ვიწვე, შოკოლადს ვჭამდე და მთელი დღე ფილმებს ვუყურებდე! ტელეფონი არ რეკდეს, ფარდები ჩამოფარებული და ვისვენებდე :scared:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ისტერიული ადამიანები :facepalm:

 

ელოდეთ სანამ მე თქვენ იმის უფლებას მოგცემთ რომ გული მერეოდეს ყველაზე და ყველაფერზე! ელოდეთ! :fofo:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share