ფორუმელი Mulan Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 მუდმივად მითრევს გარემოებები მსუყე-მსუყე შემოთავაზებებით იმ სფეროსკენ რაც ასე ძალიან მიყვარს, იქნებ ვცადო პარალელურად ამის კეთებაც? ვიცი გამომივა, ეჭვიც არ მეპარება ამაში, უბრალოდ რამდენად მინდა ამ ეტაპზე? პასიურ შემოსავლად ვაქციო? მმ მერამდენედ ვამბობ უარს და მაინც მატენის და მატენის სამყარო ამ შესაძლებლობებს მადლობა, უმადური არ ვარ უბრალოდ ასე უცებ ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 ეზოში გავედი. თბილი ქარი ქრის, სამხრეთ აღმოსავლეთის და ისეთი ბუჯარია რა, წვინისთვის რომ გვამზადებს... ერთი სული მაქვს ღამით ფანჯრების გაღების ამინდები მოვიდეს... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Windmühle Posted 5 აპრილი, 2021 Author Posted 5 აპრილი, 2021 ისე მეძინება ვბარბაცებ დამეძინა, შტერი რომ ვარ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი პითონი Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 ნეტავ დროის მანქანა მქონდეს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 რამდენჯერაც წავიქცევი იმდენჯერ წამოვდგები და გავაგრძელებ გზას! არ ვაპირებ უბრძოლველად დანებებას და ეს მხოლოდ სიტყვები არაა! ნელ-ნელა ყველაფერი უფრო მკაფიო და ნათელი ხდება. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 10 აპრილი, 2021 Posted 10 აპრილი, 2021 აიპოდი დავკარგე. მგონი ამჯერად საბოლოოდ გავგიიჟდეეებიიი ბოლოს სად ვნახე? არ მახსოვს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Windmühle Posted 10 აპრილი, 2021 Author Posted 10 აპრილი, 2021 ჩემი პატარა კარამელი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 10 აპრილი, 2021 Posted 10 აპრილი, 2021 ჩავხედე სარჩევს და ყველა მცენარე ნაჭამი / განასინჯი მაქვს ბავშვობიდან დღემდე. ჰო და ისმის კითხვა რატო არავის აინტერესებდა რეებს ვაფუჭებდი, რამდენი შხამიანი მცენარეც მიჭამია თურმე რომ დავფიქრდი ფაქტობრივად ქართულ მწვანე საფარში ყველა მცენარის გემო ვიცი წვიმს, საოცრად აპრილურად. ხმაურით და ვნებით! დღეს დილას ცაზე ნაცრისფერი ღრუბლის დანახვა და აფეთქების პირას მისული ალუბლის ხის ცქერა მის ფონზე საოცარი სიამოვნების მომგვრელი იყო. მიყვარს საწვიმრად გაბერილი ცის ფონზე გაყუსული ბუნების ცქერა მე ჩემ სამყაროში ვარ გამოკეტილი და სულ ერთ ადგილას მკიდია სად რა ფუჭდება, აი როგორც ფუტკარი მტვრიანებში შემძვრალი გადაყვითლდება ხოლმე ისე უნდა იფერებოდნენ ადამიანები შენი აურით როცა შენს სამყაროში შემოუშვებ ჰო და ჩემთან ასეც ხდება ხოლმე, პირიქით კიდევ იშვიათად, მომენატრა სხვების ბუტკომვტრიანებში ბოდიალი და შთაბეჭდილებებისგან დაღლა. ჰუუუჰჰჰ მოკლედ, გაზაფხული თავისას შვრება... მშვიდი ღამე სამყაროვ, შენც მარტო ხარ შენს სამყაროში და მეც ჩემსაში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა