Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

Posted (შესწორებული)

რამდენი ხანია გარეთ არ გავსულვარ. გავედი. მოვიპროდუქტე, დავიხუნძლე, გზად ბონიტას მაღაზიის აჭრელებული ვიტრინები შემომეფეთა, ვიხურებითო და იეფადო, იეფადო ყოლიფერიო. არც გავჩერდებოდი, მაგრამ ერთ კაბას მოვკარი თვალი და უცებ გამიელვა რომ ახალი წელი მოდის და ეს კაბა კიდევ ჩემი დაქალოჩკას სტილისაა. მაღაზიაში მხოლოდ 6 მომხმარებელს უშვებდნენ ერთად. დაველოდე ჩემს რიგს. გარეთ მაღაზიის  კართან კიდევ  კაცი იდგა, მაღაზიაში შესულ ცოლს ელოდებოდა ალბათ.  იმხელა პარკებით ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლა გამიტყდა, ჰოდა გამიღიმა, გავუღიმე და შედეგად მივუჩოჩე ის პარკები და გორგოლაჭებიანი ჩანთა. შევედი მაღაზიაში და სულ დამავიწყდა ჩემი ჩანთები. მეგობარს კაბა ვუყიდე, შარვალიც შემომეყიდა ჩემთვის, ყველაფერი მეშვიდედ ფასად, ანუ გადასარევ ხასიათზე  გამოვედი, და ბაც,  ვა რა ნაცნობი ჩანთა და პარკებია თქო. მოკლედ ის  კაცი აღარ იყო და ჩემი პროდუქტებიც არავის წაუღია. ვინმე ბოსნიელმა არ გამოარა ეტყობა დროის იმ მონაკვეთში. ჰოდა ვფიქრობ ახლა იმ ბოსნიელზე რომელმაც არ გამოიარა.:werili: რატო ვფიქრობ ამდენს ? რატო?

Edited by iaiameri

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მიყვარს როცა ზამთრის საღამოს ეზოში გასაშრობად გაკიდებულ მშრალ ტანსაცმელს ვხსნი ხოლმე, დაბლა ქალაქი "ანთია" სიმყუდროვეა, ტანსაცმელს სააოცარი სურნელი ასდის არ ვიცი ზამთრის არ ვიცი საღამოსი არ ვიცი ორივესი ერთად, თან მეზობელი ქუჩიდან ძაღლები ყეფენ, შარიშურით ტანსაცმელს ხსნი და ყნოსავ, ჩემი კოტონის და მაიჩნი მაისურები სუპერმგრძნობიარეები არიან ამ დროს... უუჰ ჩავკაიფდი...

არა, 2021 ბევრად კარგი მექნება ბეეეევრად! ზუსტად ვიცი :love: თუმცა ამ წლის უკმაყოფილოც არ ვარ 2020 ის სპეციფიკის გათვალისწინებით...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მთელი დღე რომ წუწუნებ, ფეხს ითრევ და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, 15 წუთში რომ აკეთებ.
კონცენტრაციაში ხელს მიშლით-მეთქი რომ ვუთხრა, მერე ხომ ვიცი როგორ ეწყინებათ;(

Share on other sites

სიმარტოვით დავიღალე, მაგრამ მარტო რომ არ ვარ უსიმარტოვობით ვიღლები...

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები...

Share on other sites

  • ფორუმელი

ხვალ 10 მდე თუ მე ამდენ რამეს მოვააასწრეეეეებ

 

ვუუუუააააავ

 

არა, მოვასწრებ :katutu: 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share