Jump to content
×
×
  • Create New...

საუბარი მე-სთან


Recommended Posts

  • ფორუმელი

რა მაგარია რომ თმა მისქელდება ისევ, ჩემი სქელი და ჯანმრთელი  თმა იუჰუჰუუუ

მგონი იმასაც ვეჩვევი რომ ვზრდი და პირველად ბავშვობის მერე გრძელი თმა მექნება, ჰააჰ! 

 

ყველაფერი კარგად იქნება! რა ვქნა ოპტიმისტი ამას მეტლიკინება და ჰა :love:

ოღონდ ზედმეტი ადამიანები არაა საჭირო ჩემ ცხოვრებაში, ოღონდაც ეგენი არა! 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

გული მერევა იაფფასიან ადამიანებზე 

გრცხვენია მაგრად და მერე გულისრევა გეწყება...

ვერ ვიტან ამ განცდას

ტფუუ

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვაუ, გამახსენდა, როგორი ნიჭიერი ხარ მწერლობაში. და ეს ზოგიერთმა აბსოლუტურად უცნობმაც რომ აღნიშნა თავის დროზე.

ერთი ნაკლი გაქვს. ხანდახან სუსტი ტექსტი გამოგერევა და უკეთეს ვერსიასაც ვერ იფიქრებ (ან უბრალოდ გეზარება ბევრი ფიქრი. :?) აღარ მახსოვს.

წლების შემდეგ დავუარე შემორჩენილებს და ეგოისტურ-თვითკმაყოფილმა ვისიამოვნე დიდად. ისე, წესით ყოველთვის თვითკრიტიკული არ უნდა იყოს შემოქმედი? რავიცი, მკიდია. მე ვერ ვარ და არც ვარ. იქნებ იმიტომ, რომ შემომქმედობაზე (ო.O) პრეტენზია და ამბიცია არც არასდროს მქონია.

ერთზე გახსენდა, ერთმა მაშინდელმა მეგობარმა ჩემი დაწერილი რომ გამიძრო ლაივ-საუბრისას. თან ისეთი ტონით, თითქოს ან თავად მოაფიქრდა იმ წამს, ან ვინმე ცნობილისგან თუ მწერლისგან ისესხა. :D ოდნავ შესამჩნევად ჩამეღიმა, მახსოვს. რა იცოდა, ის 'გენიოსობა' სილამაზე მხატვრული ფრაზები ჩემი ალტერის დაწერილი რომ იყო, ჩემს გონებაში დაბადებული. :D

არ მინდოდა სცოდნოდა, ჩემი ალტერი რომ იყო. ამიტომ გავჩუმდი და არაფერი მითქვამს. :D

7 საათზე კარგად ადგები, ჰოოო. 

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

ადრიანად გამეღვიძა და ფანჯარა გავაღე. საძინებელთან აყვავებულ ალუბლის ყვავილს ფუტკრები უკვე ამტვერიანებდნენ... მიყვარს ეს ხმა, ზარმაცული გაზაფხულური დილების, სამყაროს გამოფხიზლების და სიცოცხლის ფუსფუსის ხმა :love:

უცნაურად განწყობაზე ვარ... 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მაქვს მოწოდების სიმაღლეზე!

კარგად ვარ და მიზეზების გარეშე. აი ასე უბრალოდ! 

:fofo:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   321 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 321 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(3)