ფორუმელი t-90 Posted 8 მაისი, 2023 Posted 8 მაისი, 2023 10 საათის წინ, ASIA said: ასეა კი . . . დროთა განმავლობაში მძიმდება ამის გამო ცხოვრებაც! თუმცა მე ზოგჯერ ყოველღამე მესიზმრებიან, ზოგჯერ თვეებიც კი არა. სიზმარს მე არც ვხედავ. აი დავიძინებ და ვიღვიძებ. შუაში არაფერია. 1 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 8 მაისი, 2023 Posted 8 მაისი, 2023 ორიოდ სიტყვა ბებიდაზე თინა სხვანაირი ქალია, 97 წლისაა და მარტო ცხოვრობს. ცოტა ყურში დააკლდა ამ ბოლო დროს მაგრამ არც თვალს აკლია და არც გონებას. უვლის თავის თავს და არავის არ იკარებს. გაზეთებს ეცნობა, პოლიტიკაზე მსჯელობს და ა.შ. არავის დაბდღე არ ავიწყდება არც ჩემი და დაჟე არც არავის. მოსიარულე კანდიდატია. მისი შვილიშვილის მეგობარსაც კი მიულოცა დაბადების დღე. შვილის და შვილიშვილის შემდეგ მეორე შვილიშვილიც დაკარგა ფაქტიურად მის თვალწინ. რო გაიგო გარდაცვალების ამბავი თავის ფეხით ამოვიდა ჩემი შვილიშვილი უნდა გავაცილოო, ამოსვლისას წაიქცა და თავი და ფეხი დაარტყა. ჩვენ რო ავედით მერე ცუდად გახდა, ოდნავ აღებინა კიდეც, გვეგონა რომ ინსულტია ან რამე ეგეთი, მაგრამ არაფერი მსგავსი. 15 წუთში ძველი თინა დაბრუნდა. სასწრაფო გააბრუნა მეო არაფერი არ მჭირსო, გამაყუჩებელი გამიკეთეთო და მოვრჩებიო, როგორც ძაღლი ისე ვარო. ნათესავები რო შედიოდნენ ყველას რაღაცას ეუბნებოდა, მისი შვილი შეჯორა რაღაცაზე, მამაჩემს და მაგას უთხრა თქვენო ძველი დოსტები ხართო და ნუ დალევთ ნამეტანსო, მე მითხრა დედაშენი რო ვერ გავაცილე მაგის ცოდვა ამათ კისერზეაო და იმაზე გამიხურა თუ ცოლი რატომ არ მომყავს. რამდენიმე ადამიანს გაეხუმრა კიდეც. იყო წამოწოლილი სავარძელში და ჩვეულებრივად "კამანდრობდა". საავადმყოფოში ძლივს გადავიყვანეთ ისიც ძალით და ხვეწნით და არაფერი აღმოაჩნდა საბედნიეროდ. ტუმცა შვილის და შვილიშვილის ტრაგიკული სიკვდილების შემდეგ მეორე შვილიშვილის სიკვდილსაც რომ მოესწრო ეგაა ეხლა მისთვის ტრაგედია. 2 I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 8 მაისი, 2023 Posted 8 მაისი, 2023 @t-90 ვწუხვარ ტანკი. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 9 მაისი, 2023 Posted 9 მაისი, 2023 მივაბარეთ მიწას გივიკო. ოცდაათი წლის წინ რო შეიტყვეს მაგის დაბადების ამბავი საწყალი მამამისი და მამაჩემი იმ დროს მეგობრებთან და ნათესავებთან იყვნენ, მამაჩემი იძახის რომ მაგის დაბადების დღეს დიდი ამბავი იყო. მთელი ხალხი შეიყარა და მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა მისი ამქვეყნად მოვლინება შესაბამისად აღუნიშნავთ. 21 წლის წინ 9 წლისა რო იყო მამა გარდაეცვალა. მამამისი მეგობრების და ნათესავების სული და გული იყო, გულღია, მხიარული, ბავშვთან ბავშვი და დიდთან დიდი, ცოტა ხულიგანი, მაგრამ არ არსებობს დღემდე ადამიანი მას რომ ცუდად მოიგონებდეს, იმიტომ რომ მისი ხულიგნობა და ხუმრობა ყოველთვის სიცილის, ხარხარის და სიკეთის მომტანი იყო. სამწუხაროდ 1 მანქანა დადიოდა ღამის 2 საათზე ვაკის პარკთან და იმანაც გია იმსხვერპლა. ტელევიზორით გამოაცხადეს რომ ვერ პოულობდნენ და ბებიაჩემმა რომ იცნო მოეკეცა მუხლები იქვე. დიდი დარტყმა იყო მისი სიკვდილი ყველასთვის. მერე მას დედა ზრდიდა და არასდროს არცერთი წამით არ შეუბღალავს არც მამამისის ხსოვნა, არაფერი არ მოუკლია შვილებისთვის , თუ რამე შეიძლებოდა გაეკეთებინა ყველაფერი გაუკეთა. მანანა რასაც ქვია გმირი დედა იყო და არის კიდეც, თუ ამას ყოფნა ჰქვია. მერე მეორე დარტყმა მივირეთ, ტრაგიკულად ავარიაში დაიღუპა მისი ბიძაშვილი კოტიკო. ისიც ახალგაზრდა ასაკში და ისიც ღიმილის ბიჭი. მთელს სანათესაოში გამორჩეული სიკეთით, სიხალისით და ადამიანობით. რასაც ჰქვია რომ ერთად ვართ შეზრდილები. დაჟე ერთხელ მახსოვს რაზბორკაზე "ვზროსლის" სახელით გავყევი და შევარიგე ვიღაცასთან. მერე რაგბზე დაიწყო სიარული და ისე მარიგებდა ვარჯისს მოუმატეო გეგონება ჩემზე პატარა კი არა ჩემზე დიდი ყოფილიყო. მერე დედასთან ემზადებოდა ჯერ ეროვნულებზე, მერე სამაგისტროზე და სულ ვიპარავდით ხან მე ან ჩემი ძმა და დაჟე ერთი ორჯერ მამაჩემიც. ცხონებული მისი მასწავლებელი გვტუქსავდა, ნუ ათამამებთ ბავშვსო თუმცა ჩააბარა მშვენივრად და დაამთავრა კიდეც. ნიჭი არ აკლდა არც შრომისმოყვარეობა. ბოლოს ძალიან დაემსგავსა მამამისს, გიას, დედაჩემის პანაშვიდზე რო შემოვიდა, რაღაცა ტანში ცივად დამიარა, ისე ჰგავდა ცხონებულ მამამისს. თავიც იმ ადგილას გამელოტებოდა. ბოლოს რამდენიმე ხანი რო ვერ ვნახეთ, მე და მისმა კლასელმა რომელიც ასევე ჩემი მეგობარია ორი თვის წინ დავთქვით გივიკო ვნახოთო და აი შევხვდით კიდეც ასეთ მდგომარეობაში. რას ვიფიქრებდი რომ მე, ამხელა მუტრუკი, ჩემს ხელში გაზრდილ გივიკოს თუ მიწას დავაყრიდი. მისი მამა და ბიძაშვილი არ გვეყო ტკივილად და ეხლა ეს დაგვემატა ღია ჭრილობად. მსუბუქი იყოს შენთვის მიწა ჩემო ძმაო. I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 9 მაისი, 2023 Posted 9 მაისი, 2023 13 minutes წინ, t-90 said: ეხლა ეს დაგვემატა ღია ჭრილობად. ვიზიარებ ტანკ - იგრძნობა, რომ ძალიან განიცდი! 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 (შესწორებული) ჩემით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით იზრდება. როგორც ჩანს მონებზე მოთხოვნა ზრდადია, მოგიდღანთ მენტალობა და სურვილ ფანტაზიის მიქსი! თქვენდა ჭირად ულევი ენერგია მაქვს. შეგეცით განუხორციელებელ სურვილებში! აჩყ-ს თუ ჩემი ხასიათის გამო არასექსუალური მიუღებელი და ცუდი ადამიანი ვარ! კიდევ ერთხელ შეგეცით, არ დავიღლები აი თქვენზე თავს ვერ დავდებ, გაგქანცავთ და დედებს მოგიდღნავთ, სისხლის ბოლო წვეთამდე! Edited 13 მაისი, 2023 by Mulan Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 არადა, I have everything to be happy. Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 თურმე პიემესი მქონია, მეც არ ვთქვი, რატო ვტირი ყველაფერზე და განვიცდი ამდენს. ჰორმონები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა