ფორუმელი Mulan Posted 20 აპრილი, 2022 Posted 20 აპრილი, 2022 გაბადრული სახით ვზივარ და ღიმილს თავს ვერ ვუყრი ბალიში აი რა დამხატავდა ახლა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 21 აპრილი, 2022 Posted 21 აპრილი, 2022 დავიღალე. დამალვა მინდა. სადმე. აი ახლა მინდა ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და ჩამეხუტოს მარა ითს ოკ. ვიჭუპაჭუპებ და დავიძინებ. გადამივლის Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 29 აპრილი, 2022 Posted 29 აპრილი, 2022 ვერ ვიტყვი რომ დავიღალე ამ ყველაფრით. უბრალოდ სიახლეები გარდაუვალია და მომადგა უკვე კარზე, ხელოვნურად ვეღარ შევაჩერებ ამ ყველაფერს. არა თუ ვეღარ - არ შევაჩერებ! სულ ბუნაგში ვერ ვიჯდები, მეყოს კომფორტის ზონაში ლივლივი! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 2 მაისი, 2022 Posted 2 მაისი, 2022 მიყვარს რა ფანჯარა რომ მაქვს ღია და შორიდან ძაღლების ყეფვის ხმა რომ მესმის, ბურთის თამაშის და ბავშვების ჭიჭყინის, ადამიანების ხმა ოღონდ შორიდან, აი მაბოდებს ამ ხმებზე Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 11 მაისი, 2022 Posted 11 მაისი, 2022 ძალიან ჩავსტრუქტურდი უნდა მივანგრ-მოვანგრიო გარშემო ყველაფერი ! 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 12 მაისი, 2022 Posted 12 მაისი, 2022 უნდა გავბრაზდე, თითქოს მეწყინოს მარა რატო ველოდი რომ რამე შეცვლიდა ამ ადამიანს უკეთესობისკენ ვერ ვხვდები. რა ღლექალაცაა ის დარჩება მთელი ცხოვრება, მადლობა ამ ღლეობისთვის, აუცილებლად გადავაწყობ, ისევ, ჩემ შენდამი დამოკიდებულებას. მეტი შანსი არ გექნება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 14 მაისი, 2022 Posted 14 მაისი, 2022 ნაცნობ ტექსტებში და ნაცნობ მანერებში რომ ლივლივებ რა კაიფია... ზაზა შე ტრაკო, ჩვენ ორივენი იგივენი ვართ მარად და მარად, მევასება შენი წერის მანერა, შენი აზრთა წყობა, ინტელექტი და სიღრმისეული წიაღსვლები, ასოციაციები, მოქოქილი ფანტაზია და მრავალშრიანი იუმორი, თვითკრიტიკა თვითღლიცინი და რაც ყველაზე მეტად მევასება შენი ტონკი სნიბიზმი! ავჩუყდი და მომნატრებიხარ თურმე! ესეც ასე, ის ეტაპი როცა მხატვრული ტექსტები იშვიათად მარა მაინც მისწორდებიან და რაღაცას მაძლევენ, დაბრუნებულად გამომიცხადებია ჩემ ცხოვრებაში Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 17 მაისი, 2022 Posted 17 მაისი, 2022 აკაციის სურნელი ჩემ იისფერ კალმებს და ბავშვობას მახსენებს და იმ დილებს ძილში რომ ვხვდებოდი დედამ ოთახში აკაცია მომიტანა ლარნაკით... ტყეში კონცენტრირებული აკაციის სურნელი არეული იისფერ აზალიების სურნელთან ერტად როცა სამყაროში ეს საოცარი წუთები და წამები შეგიძლია გქონდეს რატო არ უნდა იკაიფო ვითომ? ჰო და Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა