Jump to content
×
×
  • Create New...

საშობაო სამზადისი


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რთულად მოიძებნება საქართველოში დიასახლისი, რომელიც მაქსიმალურად არ ცდილობს საახალწლოდ და საშობაოდ საუკეთესო სუფრა გააწყოს საკუთარი ოჯახისთვის.

ქართველებს ოდითგანვე განსაკუთრებულად გვიყვარს შობა-ახალი წელი და გასაკვირიც არაა, რომ ერთგვარი მენიუ შეიკრა, თუ რა უნდა იდოს ახალი წლის ღამეს საგანგებოდ გამოპრანჭულ მაგიდაზე.

საგანგებოდ 30 დეკემბერს მოსაღამავებულზე იაფად ნაყიდი ჩასუქებული ინდაურის საცივი,  თონეში შეპიწკინებული და სუფრის თავში პირში ბოლოკგაჩრილი გოჭი, ადრიანად ნაყიდი ნიგვზით გაკეთებული გოზინაყი, საშემოდგომოდ ამოვლებული ჩურჩხელები, ბავშვებისთვის გადამალული შოკოლადები  - ასეთია ხშირ შემთხვევაში საახალწლო სამზადისი, წინა ორი დღე რომ ფეხზე დგომისგან ლამისაა გული წაგივიდეს, მაგრამ 31ში ღამით, რომ მაინც ქუსლიანი ფეხსაცმელებით იკაკუნებ.

ვის რა ტრადიცია მოგიგროვდათ საახალწლოდ? 

ვინ რას ამზადებთ?

 

 

unnamed (4).jpg

2-26.jpg

unnamed (5).jpg

c56972d661668a83631ba882aac19f8b.jpg

chiri.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი

ჩურჩხელები უნდა ამოვავლო და თქვენეულ ვერსიას ხომ ვერ გამიზიარებდით ბადაგის?

 

და შემდგომ როგორ შევინახოთ რბილი რომ დარჩეს ? წინა წელს ისე გადაჭამეს გამაგრება ვერ მოასწრო, მაგრამ წელს ცოტა მეტის გაკეთება მინდა :D

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 საათის წინ, Windmühle said:

ჩურჩხელები უნდა ამოვავლო და თქვენეულ ვერსიას ხომ ვერ გამიზიარებდით ბადაგის?

 

და შემდგომ როგორ შევინახოთ რბილი რომ დარჩეს ? წინა წელს ისე გადაჭამეს გამაგრება ვერ მოასწრო, მაგრამ წელს ცოტა მეტის გაკეთება მინდა :D

ჩურჩხელა რატო უნდა იყოს რბილი? ჩურჩხელა უნდა იყოს ხრიგინა აი რომ ებრძვი და გებრძვის, ეგაა სიყვარული აბბაა :booda:

ამოავლე უკვე? 

საშობაო ღვეზელს წელს ხო მიცხობ? 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, mulan said:

ჩურჩხელა რატო უნდა იყოს რბილი? ჩურჩხელა უნდა იყოს ხრიგინა აი რომ ებრძვი და გებრძვის, ეგაა სიყვარული აბბაა :booda:

ამოავლე უკვე? 

საშობაო ღვეზელს წელს ხო მიცხობ? 

რა ხრიგინა , რა მუღამი აქვს მაგას. 

მე მიყვანს ზომიერად მყარი რა , თან კის რომ გეუბნება და თან არას -ეგეთი :D

გოგო ვაცვამ ეხლა ნიგოზს და ამოვავლებ და გამოგიტან რომ გაშრება :დ

ხურმებს ვაშრობ უკვე  ?

საშობაოს და შტოლენსაც გამოგიტან, გამოვსკდეთ 31-ში :fille-lol:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Windmühle said:

რა ხრიგინა , რა მუღამი აქვს მაგას. 

მე მიყვანს ზომიერად მყარი რა , თან კის რომ გეუბნება და თან არას -ეგეთი :D

გოგო ვაცვამ ეხლა ნიგოზს და ამოვავლებ და გამოგიტან რომ გაშრება :დ

ხურმებს ვაშრობ უკვე  ?

საშობაოს და შტოლენსაც გამოგიტან, გამოვსკდეთ 31-ში :fille-lol:

მე ხრიგინა ჩურჩხელა მინდა, გაკიდე აივანზე გამიხმე :booda:

აუ შტოლენი არასდროს გამიკეთებია! :choriknebi:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, mulan said:

მე ხრიგინა ჩურჩხელა მინდა, გაკიდე აივანზე გამიხმე :booda:

აუ შტოლენი არასდროს გამიკეთებია! :choriknebi:

შტოლენის გარეშე ახალი წელიც და შობაც უკან გაბრუნდება , ამიტომ არ უნდა დამეზაროს ?

 

წინა 31-ში საწოლიდან რომ ვერ ამაგდო ვერავინ, მაგიტომ მქონდა მაგარი წელი.

წელს უნდა გამოვასწორო ?

Share on other sites

  • ფორუმელი

არც არაფერს ვაკეთებ, ბოლო რამდენიმე წელია ასეთი ტრადიცია ჩამომიყალიბდა.
ერთი ჩურჩხელა და გოზინაყი მიყვარს, მაგრამ ნიგოზზე ალერგიის გამო არ მეჭმევა:user:

Share on other sites

On 11/24/2020 at 3:50 PM, Darkness said:

არც არაფერს ვაკეთებ, ბოლო რამდენიმე წელია ასეთი ტრადიცია ჩამომიყალიბდა.
ერთი ჩურჩხელა და გოზინაყი მიყვარს, მაგრამ ნიგოზზე ალერგიის გამო არ მეჭმევა:user:

არც მე. ხილის სალათს გავაკეთებ და სხვადასხვანაირ ალკოჰოლს ვიყიდი, რომ ვწრუპო.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share