Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლომ რუსეთში აკრძალა ჩეჩნეთის ომის ოთხი საარქივო მასალის გავრცელება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-f6235b0598caa488cfbc5ff93c41f8af.jpeg

ნალჩიკის სასამართლომ აკრძალა რუსეთში სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩეჩნეთის ომის დროს გადაღებული ოთხი საარქივო ვიდეომასალის გავრცელება. პროკურატურამ ჟურნალისტური მასალები „სისასტიკის პროპაგანდად“ მიიჩნია. აკრძალულ მასალათა სიაში მოხვდა 1995 წელს გადაღებული ვიდეო რომელზეც აღბეჭდილი არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები. ვიდეომასალაში ტყვედ ჩავარდნილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაიორი იგორ მოროზოვი ყვება, რომ ჩეჩენ სეპარატისტთა დამოკიდებულება ტყვეთ მიმართ არის „უბრალოდ გასაოცარი. იუტუბში ვიდეომასალამ 2 მილონზე მეტი ნახვა მოაგროვა. მეორე, რუსეთის ტერიტორიაზე, აკრძალულ ვიდეოზე აღბეჭდილია ბრძოლები არღუნში, გროზნოსა და შალიში 1995 წელს, რუსეთის ფედერალური არმიის გროზნოზე შეტევის დროს. კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს რუსეთის არმიის შესვლა გროზნოს რაიონში. მეოთხე ვიდეოზე კამერის წინ ჩნდება საველე მეთაური ხიზირ ხაჩუკაევი, მოგვიანებით ამნისტირებული რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს ვიდეო, რომელსაც მილიონამდე ნახვა აქვს, მიუწვდომელია რუსეთის ტერიტორიიდან. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share