Jump to content
×
×
  • Create New...

ლიუბოვ სობოლს ბრალი წაუყენეს და გაათავისუფლეს იზოლიატორიდან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-3bd40d31983c930e8b39f17bacd6d68e.jpeg

ალექსეი ნავალნის თანამბერძოლს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი გაათავისუფლეს მოსკოვის საგამოძიებო იზოლიატორიდან, სადაც იგი ორი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მანამდე სობოლი მიიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში, სადაც უფლებათდამცველს ბრალი წაუყენეს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის. უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ბრალდება რაიმე სახის აღკვეთას. თავად სობოლმა ტელეკომპანია „დოჟდს“ უთხრა, რომ საქმეში უამარავი შეუსაბამობაა, რაზეც იგი ექვსჯერ დაკითხეს. 25 დეკემბერს პოლიციამ ლიუბოვ სობოლის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ალექსეი ნავალნის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა სობოლის სახლიდან ამოიღეს უფლებადამცველის, მისი ქმრისა და ქალიშვილის კუთვნილი ტექნიკა. ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარის“ მუხლით მას მერე, რაც სობოლმა კარზე დაურეკა აგენტს, რომელმაც თქვა, რომ ეფ-ეს-ბე ოპოზიციონერის მოწამვლაში იყო გარეული.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share