ფორუმელი Moor Posted 27 დეკემბერი, 2020 Posted 27 დეკემბერი, 2020 ალექსეი ნავალნის თანამბერძოლს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის იურისტი ლიუბოვ სობოლი გაათავისუფლეს მოსკოვის საგამოძიებო იზოლიატორიდან, სადაც იგი ორი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მანამდე სობოლი მიიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში, სადაც უფლებათდამცველს ბრალი წაუყენეს საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფისთვის. უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ბრალდება რაიმე სახის აღკვეთას. თავად სობოლმა ტელეკომპანია „დოჟდს“ უთხრა, რომ საქმეში უამარავი შეუსაბამობაა, რაზეც იგი ექვსჯერ დაკითხეს. 25 დეკემბერს პოლიციამ ლიუბოვ სობოლის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ალექსეი ნავალნის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ოპერატიულმა თანამშრომლებმა სობოლის სახლიდან ამოიღეს უფლებადამცველის, მისი ქმრისა და ქალიშვილის კუთვნილი ტექნიკა. ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარის“ მუხლით მას მერე, რაც სობოლმა კარზე დაურეკა აგენტს, რომელმაც თქვა, რომ ეფ-ეს-ბე ოპოზიციონერის მოწამვლაში იყო გარეული. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა