Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი კეკელიძე – დუმილის სიმღერა და სხვა ლექსები

Moor
 Share

Recommended Posts

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/11/kekelidze-73458-700x385.jpg

დუმილის სიმღერა

,,ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ

                               .ფოლკნერი

,,
სულ ჩუმათა ვარ, ასე ვტირი
      
                         მეეზოვე ვილიამა

პირში დუმილი დავიგუბეთ,
მალე დალპა,
ჩვენში წვეთავს და ძარღვებში სისხლთან ერთად მიედინება.
,,ადამიანის სხეული ხომ უმეტესად წყლისგან შედგება” – გვითხრა ერთხელ მასწავლებელმა და არ იცოდა,
რომ ეს წყალი ის წყალია, ნაწილ-ნაწილ ჩაყლაპული, ჩაგუბებული –
ჩვენში წვეთავს და ძარღვებში
სისხლთან ერთად მიედინება
და
ძარღვებს ფხაჭნის
და გაკაწრულ, უთხელეს ძარღვებს
სისხლში სულ სხვა სისხლი ეღვრებათ.
არავინ იცის ამ მღვრიე და სუნიან წყალზე,
დუმილის წყალზე –
გულს რომ ეს წყალი ამოძრავებს,
ესვე აჩერებს.
ჩვენ ჩავყლაპეთ ჩვენი უხმო და ოცნებებგამოფატრული
შორი ბავშვობა
და მერე მკვდარი ახალგაზრდობა,
ნაწილ-ნაწილ დავჭერით და გადავადნეთ – წყლად ვაქციეთ
და ჩავყლაპეთ.
ჩავყლაპეთ მზერა –
მეტროსადგურის ჩასასვლელთან მდგარი გოგოს და გოგომ ბიჭის – რადგან შუაში ბევრმა ხალხმა, ჭრელმა ხალხმა გამოიარა – ცოტა ხანი დავიგუბეთ, ვერ ვიპოვეთ ერთმანეთი და ეს მზერაც წვეთ-წვეთობით სხეულის ჭაში ჩაგვეღვარა.
ყველა უარი სიყვარულზე,
ყველა წასვლა,
ყველა ზურგის ცივი თვალები.
ფეხის ყველა გადაბრუნება.
ვიყოთ სასტიკი და ესეც ვთქვათ,
ფიქრის ყველა გადაბრუნებაც:
ყველა კაცი და ყველა ქალი,
ვისი მოკვლაც მოგვინდა და ვერ შევძელით ან არ შევძელით –
ცოდვის შიშში გავაწყალეთ – ისე ჩავყლაპეთ!
ასეა, ჩემო გულუბრყვილო მასწავლებელო!
შენც წყალი ხარ,
მეც წყალი ვარ,
ისიც წყალია.
დაგუბებული და დამპალი, უფერო წყალი.
უცნაური ამ საქმეში მხოლოდ ის არის –
რომ წყალი ვართ და ოდესმე მიწად ვიქცევით.

თოვლის სიმღერა

შენ ძლიერ გიყვარს იისფერ თოვლის კალოშებიდან გამობერტყვა,
როცა ღამეა,
როცა მე მძინავს და შენ იწყებ ფრთხილ ჩურჩულს ღმერთთან:
,,ღმერთო ხმა თუ არ, ფიქრში ფიქრი მაინც გამეცი!”
და ღმერთი ფრთხილობს, ღმერთმა იცის კაცთან ლაპარაკს,
ხანდახან მოსდევს კაცის ზურგზე უცები ფრთები
და კაცმა იცის უცხო გზებზე ფრთებით გაპარვა
და მერე ფრთები მიუჩვევი სიცხისგან დნება.
და ამიტომაც ღმერთი გინდობს, ღმერთი ჩუმია,
შენ აშრობ კალოშს და უღმერთოდ გაყინულ ღამით,
როგორც დამხრჩვალი ოცნებების თბილი მუმია,
გვერდით მიწვები, ფეხებს მითბობ და ღიმილს გალობ.
ბნელა – მე ვხედავ და მე მესმის ღიმილის ხმები,
ვთბები და მხოლოდ გვიან ვხვდები, რარიგ ძნელია,
როცა ძარღვებში გადაღლილი სისხლი უხმებათ,
ფიქრი უხმებათ და სიტყვები სულ სხვას მღერიან.

ღმერთის სიმღერა

ცხადმა იმდენი ქვა მესროლა
– ძილი გამიტყდა – გატეხილი ძილის წვრილი ნაპრალებიდან, ლოგინზე ფრთხილად დაიღვარნენ ჭრელი სიზმრები.
ერთი სიზმარი იქ დაგუბდა,
სადაც თავში შენზე ფიქრის კედელი იდგა –
კედელმა ტანი მიუშვირა, არ გამოუშვა.

და იმ სიზმრით დამესიზმრა,
რომ მე ღმერთი ვარ.
რომ ღმერთი ვარ და რახან ღმერთი,
გადმოვჯექი ჩემი დაღლილი მანქანიდან ცეცხლოვან ეტლზე და ანგელოზებს მოვუწოდე:
წამიყვანეთ კვირიკეთის სასაფლაოზე!

– მამა, გამოვედ გარე!
მამა გამოვიდა ჩემი ნაქონი ბათინკებით,
სხვა დანარჩენი უკვე თითქმის შემოხეოდა,
ხელში მალავდა სიგარეტის დაჭმუჭნულ კოლოფს,

სიგარეტზე დაჭმუმჭნულ ხელში –
არ ვიცი
ვინმე მეზობელმა მკვდარმა მიაწოდა თუ ჩემმა ლოცვამ.
ხელში მალავდა წითელ კოლოფს და მზერაში გაკვირვების ნაფაზს მალავდა.
ის არ უკვირდა, რომ გაცოცხლდა,

უფრო ის – რომ ამდენი ხანი არ მივედი,

არ გავაცოცხლე – მამაჩემს ხომ აქამდეც კი ღმერთი ვეგონე.
მოვდიოდით მე და მამა ჩქარი ნაბიჯით,

მოგვკიოდნენ მეზობლები საფლავებიდან – ამოგვთხარე და გაგვაცოცხლე!
მეზობლები კი არადა, ბებიაც და პაპაჩემიც იქვე დავტოვე.

ვიფიქრე – მაინც ხომ ღმერთი ვარ, ხვალ გამოვივლი.

მივედი სახლში, გადმოვიღე ბავშვობა და ყველა რძიანი შოკოლადი,

რაზეც მაშინ მიოცნებია, ერთად შევჭამე.

მერე გათენდა და სკოლისკენ გავეშურეთ მამაჩემის თეთრი მანქანით,
რომელიც მამაჩემს არასდროს ყოლია.
და გზაზე ისე მიხაროდა შურიანი მზერის ქარი,
არც არავის გავუჩერეთ.
სკოლაში უცებ ავუხსენი სიყვარული იმ ლამაზ გოგოს

და იმ გოგონამ საპასუხოდ ჩუმად მითხრა, მეც ხომ მიყვარხარ.

ნუთუ? – ვკითხე და მიპასუხა – შენ ხომ ღმერთი ხარ!

მაშინ ვიფიქრე და ვუთხარი: თუ ასეა, აქ დამელოდე!

აქვე, ახლო სკოლებს მოვივლი, იქნებ უფრო ლამაზი და კარგი ვიპოვო!

მივედი ჩემი ბავშობის მტრებთან –
ზოგს ჯინსის ქურთუკი დავუხიე,
ზოგს ველვეტის ლურჯი შარვალი.
იდგნენ და ხმასაც ვერ იღებდნენ,
უცნობი შიშით მიყურებდნენ
და ერთმანეთს ფრთხილი და ზუსტი მუჯლუგუნით ახსენებდნენ –
ის ხომ ღმერთია.

როცა სახლში დავბრუნდი და წამოვწექი,

ამდენი დიდი, საოცარი საქმით დაღლილს ჩამეძინა

და გამეღვიძა. გამეღვიძა ადამიანად.

ისევ იგივეს გაკეთება მომინდა და ვეღარ შევძელი.

არაფერია უფრო საშიში და საზარელი

ვიდრე ჩემი ღმერთად ყოფნა და ალბათ შენიც,
ჯობს იმ გოგომ არ მიპასუხოს,
ჯობს შოკოლადი მენატრებოდეს
და მე ფორმის, მათ ველვეტის შარვალი ეცვათ,
ჯობს მამაჩემი ისევ იქვე, კვირიკეთის პაწაწინა ღობეში იწვეს,

ახალ მეზობლებთან ერთად.
განა იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ,
განა იმიტომ, რომ
იმიტომ, რომ
იმიტომ.
უბრალოდ ამას ისე ვიზამ,
როგორც ადამიანი –
ამას, რაც ღმერთად ყოფნისას ვქენი.
უფრო ნელა, წვალებით და დამარცხებით.
მაგრამ ვიზამ.
რადგან არაფერია უფრო საშიში და საზარელი, ვიდრე ადამიანი.
და უფრო საინტერესო.

უკვდავების სიმღერა

ჩვენ დავიბადეთ შუა თებერვლის მზის დაბრეცისას,

როცა ცაზე ღრუბელია და ღორის სისხლზე დაქცეული არყის სუნით საღამოვდება.
ჩვენ დავიბადეთ იქ,

სადაც ადამიანები უცნაური ყვავილებივით ამოდიან

მშობლების ოფლიდან და პირველივე ქარი, როგორც სარეველებს,

ისევ ოფლში აწვენს პირქვე.
ჩვენი სახლის შესასვლეთან ეკიდა თოკი, თოკზე ხაჭო იწრიტებოდა

და ხანდახან თავსაც იხრჩობდნენ.
ჩვენ დავიბადეთ ცალ-ცალკე

და მაინც ერთად, რადგან ჭიპლართან ერთად ჟანგიანი

მაკრატლებით ფრთები მოგვაჭრეს –

არაფერია მოჭრილ ფრთებზე უფრო მძიმე, თუნდაც ზურგზე ამ სამყაროს მთები გეკიდოს.

ამიტომაც მოხრილები დავიბადეთ და

გავიზარდეთ და მიწაზე მუდამ თვალებს ვადგამთ ყავარჯნად.
ოთახში იდგა გარდაცვლილი ტელევიზორი და ეკრანზე, მონაცრისფრო სიმრუდეში ვირეკლებოდით:

პირში დამწვარი ხაჭაპურით და ჯიბეში ნაკლეიკებით,

ხელში ჩანთით და იმ ჩანთაში სიცარიელით,

რომელსაც თითქოს წიგნები ერქვა.

ამ წიგნებში ეწერა წარსული, რომელიც არც აწმყოს ჰგავდა

და მით უფრო, უცნობ მომავალს.
ამიტომაც ცარიელი იყო ეს წიგნები,

ცარიელი იყო ჩანთაც და ძალიან, ძალიან მძიმე.

იმ მოჭრილი, თხელი ფრთებივით.
მეზობლად გვყავდა მოხუცი ქალი,

ნესტიანი ხალათის სუნით, ბაცი თმისარჭით და ვრცელი ვარცლით,

სადაც 40 წლის წინ დაკარგული ქმრის ტანსაცმელს,

ყოველკვირა, ჩუმად რეცხავდა.

ამ ქალისგან გადმოგვედო უიმედო ლოდინის გრიპი.

ჩვენ მოლოდინის თაობა ვართ და ამ ლოდინს ყოველკვირა ვრეცხავთ და ვაშრობთ.

და ლოდინი არც ძველდება და არც მთავრდება.
ჩვენ დავიბადეთ და კედელზე ჩვენს ჩრდილებს გვავართ,

ლამფის შუქზე რომ იწელება,

იწელება და სადღაც წყდება,

როცა ბავშვი ვართ და ზეპირი შეღამებიასას,

მოღლილ ოთახში, უფროსების გასახარად,

საკუთარ თავს ასე ვაჯავრებთ.
ჩვენ დავიბადეთ და არასდროს აღარ მოვკვდებით –

რადგან ასეთი დაბადება სიკვდილისგან დიდად შორსაა –

ჯერ სიცოცხლემდეც არ მივსულვართ და არვინ იცის,

მივალთ თუ არა.
უკვდავებისთვის ღირდა ჩვენი დაბადება –

გაუსაძლისი და ძვირფასი უკდავებისთვის.
უკვდავებისთვის.

გამონაცვლის სიმღერა

მე ვიწექი გამონაცვალ თეთრეულში.
ვიწექი
მეზობლის გამონაცვალი სიცხით, რომელსაც ცოტა წავუმატე
– 38.5
ბიძაშვილის გამონაცვალი მაისურით,
რომელსაც ცოტა დედაჩემმა წაუმატა
– სახელოებზე.
დილით ვდგებოდი და ვიცვამდი ვიღაცის გამონაცვალ შარვალს
და ვსვამდი რძეს
და მეოთხე დღეს მივდიოდი სკოლაში
გამონაცვალი ჩანთით
და ჩანთაში გამონაცვალი წიგნებით
და გზაზე მოდიოდნენ ჩემი სკოლელები
და მათაც ეცვათ გამონაცვალი და
გვხვდებოდნენ მასწავლებლები გამონაცვალი პიჯაკებით
და გამონაცვალი სახეებით
და ცაზე მზეც თითქოს გამონაცვალი ეკიდა.
არაფერი იყო ახალი,
გარდა მთვარისა,
ისიც წელიწადში რამდენჯერმე მოდიოდა,
მაშინ, როცა გვეძინა
და ძილში ცხადის გამონაცვალ სიზმრებს ვხედავით.

© არილი

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share