Jump to content
×
×
  • Create New...

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-d83ab358e73a6ad0b81b2543c44c6ff0.jpeg

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა ის ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს გაასაჩივრებს თუ არა პოლიციელ ვანო ზანდარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას. სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. პოლიციის მაღალჩინოსანს პროკურატურა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრას ედავება. შემთხვევა 25 დეკემბრის ღამეს, კომენდანტის საათის დროს სოფელ იყალთოში მოხდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 18 თებერვალს ჩაინიშნა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   139 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 139 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(6)
    • YandexBot(1)