Jump to content
×
×
  • Create New...

ქოლერის ეპიდემია


Recommended Posts

  • ფორუმელი

კასპიისპირეთიდან გავრცელებულმა ქოლერის ეპიდემიამ ბაქომდე მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობები ქოლერის გავრცელების შესახებ უკვე არსებობდა, ქალაქი ეპიდემიისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა. პირველად დაავადებამ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში იფეთქა. სპეციალური ეკიპაჟების უქონლობის გამო, ინფიცირებული ადამიანები ჩვეულებრივი ფაეტონებითა თუ ეტლებით გადაჰყავდათ დაავადებულთა დროებით ბარაკებში. ტრანსპორტის დეზინფექცია არ ხდებოდა, ამიტომ მომდევნო მგზავრებიც ავადდებოდნენ და ქოლერა უფრო და უფრო ვრცელდებოდა. სანიტარიული ნორმების, ექიმ-სპეციალისტებისა და ლაზარეთების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ეპიდემია თანდათან ქალაქის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა და მთელი ბაქო მოიცვა. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა ყველა შესაძლო ტრანსპორტით ტოვებდა ქალაქს.

ინფექციის გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, ქალაქის მმართველობამ ყველა სამგზავრო მატარებელში დაავადებულთათვის საგანგებო ვაგონი გამოყო და სარკინიგზო ბაქანზე საკ-ვები პროდუქტებით ვაჭრობა აკრძალა. ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის ყველა სადგური საგულდაგულოდ დასუფთავდა და დეზინფიცირდა. პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა მგზავრთა მიმოსვლას, ყველა ჩამოსული ვალდებული იყო, გაევლო სანიტარიული დამუშავება ორთქლით. ქოლერამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და აგვისტოს ბოლოს საბოლოოდ მოხერხდა მისი ჩაქრობა.

The post ქოლერის ეპიდემია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share