Jump to content
×
×
  • Create New...

მოლეკულური და გენეტიკური კვლევის ახალი ლაბორატორია


Recommended Posts

  • ფორუმელი

კვლევის მოლეკულურ და გენეტიკურ მეთოდებს თანამედროვე დიაგნოსტიკის ეფექტურობის გაზრდის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. დღეს ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, დაისვას უტყუარი დიაგნოზი, მოხდეს მოცემული დაავადების სირთულის და სტადიის ზუსტი განსაზღვრა და ყოველი პაციენტისთვის შეირჩეს ინდივიდუალური მკურნალობა. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ და ექიმ-ონკოლოგმა ნათია ცაბუტაშვილმა გადაწყვიტეს სწორედ ამ ტიპის დიაგნოსტიკურ პრინციპებზე დაფუძნებული მრავალპროფილური კომპანიის დაარსება საქართველოში, რომელიც მათ ბევრი საინტერესო და ახალი იდეის განხორციელების საშუალებას მისცემდა, თუმცა, როდესაც 2019 წლის შემოდგომაზე კომპანია „მედ-დიაგნოსტიკა“ დაარეგისტრირეს, ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე თვეში COVID-19 ძირფესვიანად არევდა მათ გეგმებს.

MAT_0250-1-1024x576.jpgნეირომეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია:
„ჩემთვის არჩევანი მარტივი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემი „Alma mater-ია“, სადაც მე უკვე მრავალი წელია ვასწავლი მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებს და ასევე ვთანამშრომლობ სამეცნიერო პროექტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან დაინტერესდა ბიზნესთან ურთიერთობის ამ ახალი ფორმით და შესაბამის ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი“.
ფოტო: მათე მათეიშვილი

ზაზას და ნათიას თავიდანვე სურდათ, შეექმნათ თანამედროვე დიაგნოსტიკური კომპანია, რომელიც გააერთიანებდა ბიზნესს, მეცნიერებასა და განათლებას. კომპანიას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა აკადემიურ სივრცესთან და, ბიზნესის პარალელურად, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და ინტელექტუალური ექსპერტიზის გამოყენებით აქტიურად ჩართულიყო კვლევით პროექტებსა და საგანმანათლებლო პროცესში. არჩევანი შეჩერდა აკადემიურ „სპინოფ“ კომპანიის მოდელზე, რომელიც კარგადაა აპრობირებული დასავლეთში. ამ ტიპის კომპანია იქმნება საგანმანათლებლო ან კვლევითი დაწესებულების მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით იმ ცოდნისა და გამოგონებების კომერციალიზაციისთვის, რომლებიც აკადემიურ სივრცეში არის დაგროვილი.

„მედ-დიაგნოსტიკას“ კომერციული საქმიანობა უნდა ეწარმოებინა მედიცინის ფაკულტეტზე და ხელი შეეწყო სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და სასწავლო პროცესის მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო მეთოდებით გამდიდრებისთვის, მაგრამ როდესაც ახლად დაფუძნებული ლაბორატორია პირველ ნაბიჯებს დგამდა და სივრცის კეთილმოწყობითა და აღჭურვით იყო დაკავებული, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ყველა გეგმა ჩაშალა.

EE0D1F72-A6AC-42E5-9143-FFEF573CD811-102ექიმი-ონკოლოგი ნათია ცაბუტაშვილი:
„ჩვენ ოპტიმისტები ვართ. გვჯერა, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა შემცირდება COVID-ის ტესტირების საჭიროების მასშტაბი და შესაძლებელი გახდება ყველა იმ მოლეკულური და გენეტიკური კვლევის ჩატარება, რომლებსაც თავიდან ვგეგმავდით. ასევე გვჯერა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად დავიწყებთ ინდივიდუალური მედიცინის პრინციპების დანერგვას კლინიკური მიმართულებით და პრევენციული ტესტირების განვითარებასა და სამეცნიერო და სასწავლო პროცესებში მის აქტიურად ჩართვას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ვაქციოთ საქართველო მაღალტექნოლოგიური გენეტიკური კვლევების ცენტრად რეგიონში“.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

კომპანია უეცრად დადგა ახალი გამოწვევების წინაშე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ზაზას, ნათიას და მათი გუნდის უდიდესი ძალისხმევით „მედ-დიაგნოსტიკამ“ უმოკლეს ვადაში შეძლო, ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის და დიაგნოსტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სრულად გადართულიყო COVID-19 ინფექციის დიაგნოსტირებაზე. დღეს კომპანიაში მუშაობს 15 თანამშრომელი, გადამზადდა და დასაქმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 სტუდენტი. შედეგად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ტარდება COVID-ინფექციის ტესტირება 4 PCR დანადგარით, რომელთა საერთო პოტენციური სიმძლავრე დღეში 1000 ტესტამდეა.

117124225_1161900100851812_6809043475402

The post მოლეკულური და გენეტიკური კვლევის ახალი ლაბორატორია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share