ფორუმელი Moor Posted 1 ოქტომბერი, 2020 Posted 1 ოქტომბერი, 2020 ჯონი უოქერს ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (ISC, INTERNATIONAL SPIRITS CHALLENGE) ოქროს მედლების უპრეცედენტო რაოდენობით სრული გამარჯვება ხვდა წილად. ISC ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი კონკურსია. მას მაღალი ხარისხის მაჩვენებლის გამო მსოფლიოს მრავალი წამყვანი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი უჭერს მხარს. კონკურსის 25-წლიანი არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯონი უოქერის ყველა მონაწილე ნაირსახეობას ოქროს მედალი ერგო. ეს ბრწყინვალე გამარჯვება ჯონი უოქერის 200 წლის იუბილეს დაემთხვა. წლევანდელ კონკურსზე წარგენილი იყო ჯონი უოქერის შემდეგი ნაირსახეობები: Red Label, Black Label, Double Black, Green Label, Gold Label Reserve, Blue Label. ეს უკანასკნელი ლეიბლი, თავის მხრივ, შოტლანდიური ვისკის ოსტატთა კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო ნაზავ შოტლანდიურ ვისკიდ დასახელდა. „ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ამდენი ოქროს მედლის აღება ჩვენი 200 წლის იუბილის აღნიშვნის არაჩვეულებრივი გზაა. ეს ბრწყინვალე მიღწევაა ყველასთვის, ვინც ეს ხანგრძლივი გზა ჩვენთან ერთად გამოიარა. ეს არის ჩვენი პატარა გუნდისა და ვისკის დამყენებელი ექსპერტების აღიარება, რომელსაც ჯონი უოქერის ოსტატ-შემზავებელი ჯიმ ბევერიჯი ხელმძღვანელობს. ჯიმის გუნდი უზრუნველყოფს ვისკის ყველა სახეობის სტაბილურად უცვლელი ხარისხის შენარჩუნებას“, – ამბობს ჯონი უოქერის გლობალური ბრენდის დირექტორი ჯული ბრემჰემი. ჯონი უოქერის შესახებ: ჯონი უოქერი შოტლანდიური ვისკის მსოფლიოს №1 სავაჭრო ნიშანია (IWSR 2019), რომელიც მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით. 200 წლის წინ მისი დამაარსებლის, ჯონი უოქერის მიერ საქმის წამოწყების შემდეგ მისი ვისკის ნაირსახეობათა შემზავებლები, უპირველეს ყოვლისა, არომატისა და ხარისხის სრულყოფას ესწრაფვიან. მათი ერთობლივი გაყიდვები წელიწადში 19 მილიონ ბოთლს შეადგენს (IWSR 2018), რაც ჯონი უოქერს შოტლანდიური ვისკის მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ნიშნად აქცევს. ჯონი უოქერის მფლობელი კომპანია „დიაჯიო“ მსოფლიოს წამყვანი ალკოჰოლური პროდუქტების მწარმოებელია. საქართველოში „დიაჯიოს“ პარტნიორი და ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია „გდ ალკო“, ჯონი უოქერთან ერთად, ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ცნობილ ბრენდებს წარმატებით ავითარებს. johnniewalker@smarts.agency The post ჯონი უოქერის ოქროს ციებ-ცხელება ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა