Jump to content
×
×
  • Create New...

აქ.ახლა, აღმოაჩინე ”საქართველო – მუზეუმი“


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, შექმნა ანიმაციური ვიდეორგოლი „საქართველო – მუზეუმი“.

ანიმაციის მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.

ვიდეორგოლი „საქართველო – მუზეუმი“ წარმოადგენს მთავარი მოქმედი გმირის – ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობას. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს, თუ საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე.

1.-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი (Balaenoptera acutorostrara) | შავი ზღვა. 1880 წელი.
ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო

ანიმაციის მთავარი გმირი მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ათვალიერებს ექსპონატებს, რომლებიც მის წარმოსახვას აღვიძებენ და ფანტასტიკურ სამყაროში იტაცებენ ისტორიაში სამოგზაუროდ. თითქოს მაყურებელიც წყდება რეალობას და მხოლოდ ანიმაციის დასასრულს ახსენდება, რომ ამ მართლაც არაჩვეულებრივი ექსპონატების ხილვა თავადაც შეუძლია აქ და ახლა, ჩვენთან, სულ ახლოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

9.-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%თამარ მეფის გულსაკიდი სანაწილე ჯვარი | ხობი. XII საუკუნე.
ფოტო: მირიან კილაძე

ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის „იმერული პეიზაჟი“, ფიროსმანის „გოგონა ბუშტით“ და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც მუზეუმის საგამოფენო სივრცეებიდან ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის შესახებ მოგვითხრობს.

„ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს. ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა – იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი“, – ამბობს ანიმაციის სცენარის ავტორი, მწერალი აკა მორჩილაძე.

4.-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%სამაჯური ტახის გამოსახულებებით | ვანი. ძვ.წ. V საუკუნე.
ფოტო: მირიან კილაძე

აკა მორჩილაძესთან ერთად პროექტზე სტუდია „ანიმა-ტორმა“ იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია KayaKata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

ანიმაცია „საქართველო – მუზეუმი“ თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები.

13.-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%95მზია და ზეზვა | დმანისში აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლის წინანდელი ჰომინინების მოდელები.
ფოტო: მირიან კილაძე

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში თიბისის მიზანია, მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და, ამავდროულად, შემეცნებითი ფორმით გააცნოს.
აღმოაჩინე „საქართველო – მუზეუმი“ აქ.ახლა.

Logos.jpg

The post აქ.ახლა, აღმოაჩინე ”საქართველო – მუზეუმი“ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 284 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(3)
    • t-90