ფორუმელი Moor Posted 9 ოქტომბერი, 2020 Posted 9 ოქტომბერი, 2020 COVID-19-ის შედეგად ცხოველთა დაღუპვის შემთხვევები იშვიათია. ინფიცირებულ ცხოველთა სახეობები სულ თითებზე ჩამოსათვლელია: ლომი, ვეფხვი, შინაური კატა, ძაღლი და წაულა. შინაურ ცხოველებს ვირუსი პატრონებისგან გადაედებოდათ; გარეულ კატებს – ალბათ, უსიმპტომო მომვლელისგან; წაულას კი – ბეწვეულის ფერმაში დასაქმებულებისგან, ან სულაც სხვა ინფიცირებული ცხოველებისაგან. კატების ინფიცირების წყარო ცნობილია კატები კორონავირუსებისადმი მგრძნობიარენი არიან. რამდენიმე შინაურ კატას დაუდგინდა კიდეც ახალი ვირუსი. თითქმის ყველა ეკუთვნოდა ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების – COVID-19-ის მქონე ადამიანს, ერთი კი ინფიცირებულ არეალში მოხვედრილი ქუჩის კატა იყო. ფოტო: AUSCAPE/UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES წაულას ინფიცირებული ფერმა ნიდერლანდების, ესპანეთის და დანიის რამდენიმე სანაშენეში წაულებს COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. წაულების ინფიცირებულ ფერმებში ასობით ათასი ცხოველი დახოცეს; ნიდერლანდები წაულის ინდუსტრიას აჩერებს. ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK კორნელის უნივერსიტეტის ცხოველთა ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის ცენტრის ვირუსოლოგ დიეგო დიელის სიტყვებით, ეს ვირუსი ზოონოზურია – ცხოველებისგან ვრცელდება – მაგრამ არსებითად ადამიანურ დაავადებას იწვევს. ადამიანის მიერ ვირუსის გავრცელება ცხოველთა ჯანმრთელობას არსებით საფრთხეს რომ უქმნიდეს, უკვე გვეცოდინებოდა. ლომები ვირუსს უმკლავდებიან ვირუსი ბრონქსის ზოოპარკის ლომებსაც შეეყარა. კორნელისა და ილინოისის უნივერსიტეტებმა და ფედერალურმა ლაბორატორიამ ეს ფეკალური სინჯებით დაადგინეს. რვავე ლომსა და ვეფხვს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის უსიმპტომო თანამშრომლისგან გადაედო. ყველა გამოჯანმრთელდა. ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK ძაღლების შემთხვევები განსხვავებულია ივნისში პირველი ძაღლი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, იყო გერმანული ნაგაზი ბადი; ის ივლისში მოკვდა – სავარაუდოდ, ლიმფომით. ჩნდება კითხვა: სხვა დაავადებების მქონე ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან თუ არა ვირუსის მიმართ? ფოტო: ALVAREZ/GETTY IMAGES კიდევ უამრავი რამ არის უცნობი. არ დასტურდება ვირუსის შინაური ცხოველისაგან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები, თუმცა ცხოველების ფართომასშტაბიანი ტესტირება არც ჩატარებულა. „რესპირატორული სიმპტომების მქონე ყველა ცხოველი უნდა შევამოწმოთ? 12 თვეში შეიძლება ასეც მოვიქცეთ“, – ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი შელი რანკინი. „აქამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამოწმებდით, თუ ადამიანის ჯანმრთელობასთან იყო უშუალოდ დაკავშირებული“. მხოლოდ ექსპერიმენტული ინ-ვივო კვლევებით შეიძლება დადგენა, რამდენად ექვემდებარება ესა თუ ის სახეობა ამ ვირუსით ინფიცირებას. The post როგორ მოქმედებს ვირუსი ცხოველებზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა