Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოქმედებს ვირუსი ცხოველებზე


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

COVID-19-ის შედეგად ცხოველთა დაღუპვის შემთხვევები იშვიათია. ინფიცირებულ ცხოველთა სახეობები სულ თითებზე ჩამოსათვლელია: ლომი, ვეფხვი, შინაური კატა, ძაღლი და წაულა. შინაურ ცხოველებს ვირუსი პატრონებისგან გადაედებოდათ; გარეულ კატებს – ალბათ, უსიმპტომო მომვლელისგან; წაულას კი – ბეწვეულის ფერმაში დასაქმებულებისგან, ან სულაც სხვა ინფიცირებული ცხოველებისაგან.

STOCK_GettyImages-578259338-1024x576.jpg
NationalGeographic_1346563-1024x576.jpg

კატების ინფიცირების წყარო ცნობილია
კატები კორონავირუსებისადმი მგრძნობიარენი არიან. რამდენიმე შინაურ კატას დაუდგინდა კიდეც ახალი ვირუსი. თითქმის ყველა ეკუთვნოდა ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების – COVID-19-ის მქონე ადამიანს, ერთი კი ინფიცირებულ არეალში მოხვედრილი ქუჩის კატა იყო. ფოტო: AUSCAPE/UNIVERSAL IMAGES GROUP VIA GETTY IMAGES

წაულას ინფიცირებული ფერმა
ნიდერლანდების, ესპანეთის და დანიის რამდენიმე სანაშენეში წაულებს COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. წაულების ინფიცირებულ ფერმებში ასობით ათასი ცხოველი დახოცეს; ნიდერლანდები წაულის ინდუსტრიას აჩერებს. ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK

კორნელის უნივერსიტეტის ცხოველთა ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის ცენტრის ვირუსოლოგ დიეგო დიელის სიტყვებით, ეს ვირუსი ზოონოზურია – ცხოველებისგან ვრცელდება – მაგრამ არსებითად ადამიანურ დაავადებას იწვევს. ადამიანის მიერ ვირუსის გავრცელება ცხოველთა ჯანმრთელობას არსებით საფრთხეს რომ უქმნიდეს, უკვე გვეცოდინებოდა.

NationalGeographic_2719605-1024x576.jpg
STOCK_GettyImages-155373560-1024x576.jpg

ლომები ვირუსს უმკლავდებიან
ვირუსი ბრონქსის ზოოპარკის ლომებსაც შეეყარა. კორნელისა და ილინოისის უნივერსიტეტებმა და ფედერალურმა ლაბორატორიამ ეს ფეკალური სინჯებით დაადგინეს. რვავე ლომსა და ვეფხვს ვირუსი, სავარაუდოდ, ზოოპარკის უსიმპტომო თანამშრომლისგან გადაედო. ყველა გამოჯანმრთელდა. ფოტო: ჯოელ სარტორე, NATIONAL GEOGRAPHIC PHOTO ARK

ძაღლების შემთხვევები განსხვავებულია
ივნისში პირველი ძაღლი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, იყო გერმანული ნაგაზი ბადი; ის ივლისში მოკვდა – სავარაუდოდ, ლიმფომით. ჩნდება კითხვა: სხვა დაავადებების მქონე ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან თუ არა ვირუსის მიმართ? ფოტო: ALVAREZ/GETTY IMAGES

კიდევ უამრავი რამ არის უცნობი. არ დასტურდება ვირუსის შინაური ცხოველისაგან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები, თუმცა ცხოველების ფართომასშტაბიანი ტესტირება არც ჩატარებულა. „რესპირატორული სიმპტომების მქონე ყველა ცხოველი უნდა შევამოწმოთ? 12 თვეში შეიძლება ასეც მოვიქცეთ“, – ამბობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მიკრობიოლოგი შელი რანკინი. „აქამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამოწმებდით, თუ ადამიანის ჯანმრთელობასთან იყო უშუალოდ დაკავშირებული“.

მხოლოდ ექსპერიმენტული ინ-ვივო კვლევებით შეიძლება დადგენა, რამდენად ექვემდებარება ესა თუ ის სახეობა ამ ვირუსით ინფიცირებას.

The post როგორ მოქმედებს ვირუსი ცხოველებზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share