Jump to content
×
×
  • Create New...

იმედის დათესვის გზები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

COVID-19 დივერსიას გვიწყობს, ნაცნობ სიტუაციებს დამაბნეველი, მომაკვდინებელი გაურკვევლობებით ცვლის. რამდენი რამ შეიცვალა და კიდევ რამდენი იცვლება.

ამ დროს, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც სრულიად მოულოდნელი რამ ყოველმხრივ კარგი აღმოჩნდება.

უჩვეულო. მშვენიერი. სიცოცხლით სავსე.

COVID-19 ესპანეთს ადრევე დაატყდა თავს, ძლიერი დარტყმა მიაყენა და სამი თვით ჩაკეტა. შეზღუდვების შემსუბუქება ივნისში ბარსელონის Gran Teatre del Liceu-ში გამართული კონცერტით აღნიშნეს.

კონცერტს 2292 ცოცხალი მცენარე “ესწრებოდა“.

მწვანედ მობიბინე დარბაზისთვის სიმებიანმა კვარტეტმა ჯაკომო პუჩინის „ქრიზანთემები“ შეასრულა – ეს ყვავილი იტალიელებისთვის გლოვის სიმბოლოა.

ხელოვან ეუხენიო ამპუდიას იმედი ჰქონდა, რომ ოპერას თუ გაამწვანებდა, დარბაზი მაინც ცოცხალი იქნებოდა, ხალხის გარეშეც. არდამსწრე აუდიტორიამაც იხეირა: კონცერტის შემდეგ ეს მცენარეები ბარსელონელ მედიცინის მუშაკებს გადასცეს.

კონცერტმა აღფრთოვანებული გამოხმაურება მიიღო. ერთი მიმომხილველი წერდა: „ამ სიბნელითა და ძლიერი ტანჯვით სავსე წელს, ასეთ კეთილ, აბსურდულ საქციელს შეუძლია გუნება გამოგვიკეთოს“.

The post იმედის დათესვის გზები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share