Jump to content
×
×
  • Create New...

მეცნიერების ფერთა თამაში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პეპელა მორფოს მოლივლივე სილურჯე ენდრიუ პარნელისა და მისი კოლეგების შთაგონების წყარო გახდა.

მწერის ბუნებრივმა უნარმა, შექმნას ხასხასა ფერები, იმდენად მონუსხა ქიმიკოსები და ფიზიკოსები, რომ მათ სამეცნიერო მეთოდებით ამ ფერის მიღება სცადეს არა საღებავების გამოყენებით, არამედ მასალის სტრუქტურის შეცვლით. „თუ ბუნებას მივბაძავთ, ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ ასეთივე ამრეკლები“, – ამბობს პარნელი, რომლის ლაბორატორია შეფილდის უნივერსიტეტში, ცისარტყელას მთელ ფერთა გამას იკვლევს.

პიგმენტი ფერის წარმოქმნისას შთანთქავს ყველაფერს, გარდა ზოგიერთი სიგრძის მქონე სინათლის ტალღისა. მოლეკულათა წყობის შეცვლით მიღებული ფერი კი მხოლოდ კონკრეტული სიგრძის მქონე ტალღებს ირეკლავს; პარნელი ამას სინათლის მართვის მეცნიერებას უწოდებს.

ბუნებაში ლურჯი პიგმენტები იშვიათია, თუმცა ორეგონის უნივერსიტეტში მასალათმცოდნე მეცნიერმა, მას სუბრამანიანმა, ახალი ლურჯი ფერი აღმოაჩინა – შემთხვევით. სუბრამანიანი სტუდენტებთან ერთად ცდილობდა მიეღო მაგნიტური მასალა, რომელიც ელექტროენერგიას დააგროვებდა და კომპიუტერებში გამოიყენებდა. რამდენიმე ლითონის ნაზავი – იტრიუმი, ინდიუმი, მანგანუმი – ღუმელში მოათავსეს და გასაოცრად კაშკაშა ლურჯი ნივთიერება მიიღეს. ელემენტების აღნიშვნებზე დაყრდნობით მას YInMn-ი დაარქვეს.

1. ძალიან შავი

ზეშავი პიგმენტი ბრიტანელმა ხელოვანმა სტუარტ სემპლმა გამოიგონა და ის აკრილით შესრულებულ ნახატებში გამოიყენება. ზეშავი საფარი, შავი ხვრელის მსგავსად, თითქმის ყველა ხილულ სხივს შთანთქავს. ამ ფერით დაფარული სამგანზომილებიანი საგანი ბრტყელ ზედაპირად აღიქმება. ცნობილი ფერი Vantablack-ი ძვირადღირებული მანქანებისა და საათების შესაღებად გამოიყენება, თუმცა შარშან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კიდევ უფრო შავი შავი შექმნეს.

2. ძალიან ლურჯი

სახელად YInMn (გამოითქმის: ინ-მინ), პირველი ახალი ლურჯი პიგმენტია, რომელიც უკანასკნელ 200 წელიწადში აღმოაჩინეს. მისი ხასხასა ფერი გასაოცრად ეფექტურია სითბოს არეკვლისთვის, რაც შენობებში სიგრილის შესანარჩუნებლად გამოდგება.

3. ძალიან ვარდისფერი

ფლუორესცენციური ვარდისფერი პიგმენტი შექმნა სემპლმა, რომელიც სახვით ხელოვნებაში გამოსაყენებელ მასალებს ქმნის და ინტერნეტის მეშვეობით ყიდის.

4. ძალიან ნარინჯისფერი

Shepherd Color Company-ს მიერ დამზადებული ეს RTZ-ნარინჯისფერი ასევე საკმაოდ „მწვანე“ ტექნოლოგიით მიიღება, ანუ არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს.

5. ძალიან ყვითელი

NTP-ყვითელიც Shepherd Color-ის მიერ არის შექმნილი და გამოიყენება ზედაპირებისთვის მკვეთრი, მდგრადი ყვითელი ფერის მისაცემად.

უსმინე ჩვენს მომავალ podcast-ს ახალი ლურჯი პიგმენტის შესახებ – „Overheard at National Geographic“ (podcast-ი ინგლისურ ენაზეა).

The post მეცნიერების ფერთა თამაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)