Jump to content
×
×
  • Create New...

გვირგვინოსანი დიდებულება


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ყვავილები, ბუმბულები, კანაფის ძაფები, ნიჟარები, მძივები… ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც ხელოვანი დომინიკა დიკა კლასიკური „ვინოკების“ – გვირგვინების თანამედროვე ვარიანტებში იყენებს.

ვარაუდობენ, რომ გვირგვინები, რომლებსაც ქალები და გოგონები სლავურ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, წარმართული წარმომავლობისაა. გვირგვინებს ჩვეულებისამებრ ქორწილებსა და ივან კუპალას დღესასწაულზე იკეთებენ, რომლის დროსაც ქალები, რომანტიკული მომავლის წინასწარმეტყველების მიზნით, მათ მდინარეს ატანენ.

ცნობილი ადამიანების დახმარებით გვირგვინები ისევ პოპულარული ხდება. „გვირგვინის ტარებისას თავი სამეფო ოჯახის წევრი გგონია, – ამბობს მუსიკოსი დაგა გრეგოროვიჩი, – თუ ინგლისში ფესტივალებზე რეზინის ჩექმები აცვიათ, აქაურ ჰიფსტერებს გვირგვინი ადგათ“.   დიკა გვირგვინებს მუზეუმებიდან აღებული სურათებისა და ხალხში მოპოვებული საოჯახო ფოტოების მიხედვით ამზადებს. მისი მიზანია, ტრადიციული რეწვა ეროვნული სიამაყის ფერად სიმბოლოდ აქციოს. „ქალები ადრე შეზღუდულები იყვნენ მასალებში“, – ამბობს დიკა, „მაგრამ ფანტასტიკური წარმოსახვის უნარი ჰქონდათ“.

The post გვირგვინოსანი დიდებულება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share