Jump to content
×
×
  • Create New...

გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან


Moor
 Share

Recommended Posts

მტვრის სპეციალური შეკვეთა

ფუტკრისა და სხვა ბუნებრივი დამამტვერიანებლების რაოდენობის კლებასთან ერთად, მეცნიერები მათ მაღალტექნოლოგიურ ალტერნატივებს ეძებენ. დრონებს ახლოს ფრენით რომ არ დაეზიანებინათ მცენარეები, იაპონელ მკვლევართა ერთ-ერთმა ჯგუფმა მცენარეების განაყოფიერება დრონზე დამაგრებული საფრქვევიდან გაშვებული მტვრით სავსე საპნის ბუშტებით შეძლო. განაყოფიერებულმა მსხლის ხეებმა თითქმის ისევე ეფექტურად გამოიღო ნაყოფი, როგორც ხელით განაყოფიერებისას. ეკოლოგების ნაწილის თქმით, ასეთი მაღალტექნოლოგიური ცდები არ არის მიზანშეწონილი და მათ ნაცვლად ფუტკრებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა გამამტვერიანებლების კონსერვაციას უნდა მიექცეს ყურადღება. ჯერჯერობით მკვლევართა ჯგუფი წინ მიიწევს: შემდეგი ნაბიჯები გარემოზე ნაკლები ზეგავლენის მოსახდენად უფრო მეტად ბიოდეგრადირებადი საპნის ხსნარის შემუშავება და დრონების ბუშტების ტყორცნის სიზუსტის გაზრდაა.

ბუზების უჯრედების დალაგება

STOCK_Full_field_fluorescent-1024x576.jpფოტო: მაიკლ ზავორტინკი, რისლანდის ლაბორატორია, კოლორადოს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა

ახალმა კვლევამ ხილის ბუზებში მნიშვნელოვანი ფერმენტი აღმოაჩინა, რომელიც დედისგან შთამომავლობით მიღებულ პროტეინებს ანადგურებს მაშინ, როდესაც ემბრიონები (მარჯვნივ) საკუთარი პროტეინების გამომუშავებას იწყებენ. მკვლევრებმა ფერმენტს მარი კონდო დაარქვეს, დალაგების იაპონელი „გურუს“ პატივსაცემად, რომელიც ადამიანებს ძველი ნივთების გადაყრაში ეხმარება.

სალამი ლოკოკინას: ახალი სახეობა

STOCK-Auriculella_gagneorum-1024x576.jpgფოტო: ნორინე ვ. იეუნგი

მეცნიერებმა ჰავაიზე უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში პირველად აღმოაჩინეს ხმელეთის ლოკოკინის ახალი, ადგილობრივი სახეობა. 1500 წლიდან მოყოლებული, ცხოველთა გადაშენების აღრიცხული შემთხვევებიდან 40% ხმელეთის ლოკოკინებსა და ლოქორებზე მოდის. ჰავაიზე ლოკოკინების კლება ინვაზიურმა მტაცებლებმა და ჰაბიტატის შემცირებამ გამოიწვია. ოაჰუს ხის ზოლიანი ნიჟარის მქონე ლოკოკინის – Auriculella gagneorum-ის პოვნამ ამ ბუნებრივ გადამამუშავებელსა და მის გადარჩენაზე მომუშავე მეცნიერებს ახალი იმედი გაუჩინა. 

The post გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share