ფორუმელი Moor Posted 7 ივნისი, 2019 Posted 7 ივნისი, 2019 ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტბორებსა და ჭანჭრობებში გავრცელებული ჭაობის ნემსიყლაპია (Aeshna juncea) შეწყვილების რიტუალს, როგორც ბიოლოგი რასიმ ხელიფა უწოდებს, „აკრობატული საჰაერო კოპულაციით“ იწყებს. მდედრის და მამრის სასქესო ორგანოები ჰაერშივე ერწყმის ერთმანეთს და სქესობრივი აქტი მიწაზე სრულდება, რის შემდეგაც მდედრი კვერცხების დასადებად მიდის. კვერცხების დადებამდე პარტნიორის მაძიებელი სხვა მამრები შეიძლება გამოჩნდნენ. ევოლუცია მდედრს წინააღმდეგობის გაწევას აიძულებს: მას კვერცხები ცოტა აქვს; რეპროდუქციული ტრაქტი განმეორებითი განაყოფიერებისგან შეიძლება დაზიანდეს, მამრი ნემსიყლაპიას სასქესო ორგანო კი ინსემინაციამდე მდედრის სასქესო ორგანოდან არსებულ სპერმას გამოდევნის. განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად მდედრი ძირს მკვდარივით ეცემა, უფრო სწორად კი, სიკვდილის ინსცენირებას აწყობს. ციურიხის უნივერსიტეტში ხელიფამ ეს ფენომენი შეისწავლა და დაადგინა, რომ „სტრატეგია ამართლებს“. მცირეხნიანი ბზუილის შემდეგ მამრები სხვა სატრფოს საძიებლად მიფრინავენ, მდედრები კი მათი გაუჩინარებისთანავე „ცოცხლდებიან“. თავის მომკვდარუნება ცხოველების უპირატესობაა მტაცებლისგან თავის დასაღწევად ცხოველები უსიცოცხლო, უმოძრაო მდგომარეობას იღებენ. სიკვდილის ინსცენირება ბევრ უხერხემლოსა თუ ხერხემლიანში გვხვდება. ჩრდილოამერიკული ანკარა:სასიკვდილო აგონია უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, ჩრდილოამერიკული ღორისდინგა ანკარა უსიამოვნო სუნს გამოყოფს და პირიდან სისხლსაც კი ანთხევს. ვირჯინიის ოპოსუმი:შიშისგან ოპოსუმი გონებას კარგავს, ენას აგდებს და დორბლი გადმოსდის. გამოთქმა „ოპოსუმის პოზა“ აქედან წამოვიდა და სიკვდილის ინსცენირებას ნიშნავს. მტაცებელი ციქლიდები:ამ თევზის ორი სახეობა მსხვერპლის მოსაზიდად მდინარის ან ტბის ფსკერზე მკვდარივით ეშვება. პატარა თევზი თუ მიუახლოვდა, უმალ ციქლიდის სადილად იქცევა. The post თავის მომკვდარუნება სექსის ასარიდებლად? ზუსტად ასეა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 27 დეკემბერი, 2020 Posted 27 დეკემბერი, 2020 On 6/7/2019 at 8:45 PM, Moor said: ციურიხის უნივერსიტეტში ხელიფამ ეს ფენომენი შეისწავლა და დაადგინა, რომ „სტრატეგია ამართლებს“. Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 ეს ზეზვადამზიაში არ გადააგდოთ, საშიშია Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 აუ ეს ზეზვაში გადააგდეთ რა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 თებერვალი, 2021 Author Posted 24 თებერვალი, 2021 32 minutes წინ, cosmia said: აუ ეს ზეზვაში გადააგდეთ რა პოლიტიკაში არ წავა? თავის მომკვდარუნების სტრატეგია გამოადგებოდათ ზოგზოგიერთებს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 24 თებერვალი, 2021 Posted 24 თებერვალი, 2021 2 minutes წინ, Moor said: პოლიტიკაში არ წავა? თავის მომკვდარუნების სტრატეგია გამოადგებოდათ ზოგზოგიერთებს თემის გარეშეც გამოიყენენენ მაგ ხერხს. მოუწევთ ეჭვი მაქვს Share on other sites More sharing options...
Guest EXTRA-TERRESTRIAL KID Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 პოპულარული სტრატეგია ყოფილა რეაწციების მიხედვით Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა