Jump to content
×
×
  • Create New...

თავის მომკვდარუნება სექსის ასარიდებლად? ზუსტად ასეა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტბორებსა და ჭანჭრობებში გავრცელებული ჭაობის ნემსიყლაპია (Aeshna juncea) შეწყვილების რიტუალს, როგორც ბიოლოგი რასიმ ხელიფა უწოდებს, „აკრობატული საჰაერო კოპულაციით“ იწყებს. მდედრის და მამრის სასქესო ორგანოები ჰაერშივე ერწყმის ერთმანეთს და სქესობრივი აქტი მიწაზე სრულდება, რის შემდეგაც მდედრი კვერცხების დასადებად მიდის.

კვერცხების დადებამდე პარტნიორის მაძიებელი სხვა მამრები შეიძლება გამოჩნდნენ. ევოლუცია მდედრს წინააღმდეგობის გაწევას აიძულებს: მას კვერცხები ცოტა აქვს; რეპროდუქციული ტრაქტი განმეორებითი განაყოფიერებისგან შეიძლება დაზიანდეს, მამრი ნემსიყლაპიას სასქესო ორგანო კი ინსემინაციამდე მდედრის სასქესო ორგანოდან არსებულ სპერმას გამოდევნის. განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად მდედრი ძირს მკვდარივით ეცემა, უფრო სწორად კი, სიკვდილის ინსცენირებას აწყობს.

ციურიხის უნივერსიტეტში ხელიფამ ეს ფენომენი შეისწავლა და დაადგინა, რომ „სტრატეგია ამართლებს“. მცირეხნიანი ბზუილის შემდეგ მამრები სხვა სატრფოს საძიებლად მიფრინავენ, მდედრები კი მათი გაუჩინარებისთანავე „ცოცხლდებიან“.

თავის მომკვდარუნება ცხოველების უპირატესობაა

მტაცებლისგან თავის დასაღწევად ცხოველები უსიცოცხლო, უმოძრაო მდგომარეობას იღებენ.  სიკვდილის ინსცენირება ბევრ უხერხემლოსა თუ ხერხემლიანში გვხვდება.

ჩრდილოამერიკული ანკარა:
სასიკვდილო აგონია უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, ჩრდილოამერიკული ღორისდინგა ანკარა უსიამოვნო სუნს გამოყოფს და პირიდან სისხლსაც კი ანთხევს.

ვირჯინიის ოპოსუმი:
შიშისგან ოპოსუმი გონებას კარგავს, ენას აგდებს და დორბლი გადმოსდის. გამოთქმა „ოპოსუმის პოზა“ აქედან წამოვიდა და სიკვდილის ინსცენირებას ნიშნავს.

მტაცებელი ციქლიდები:
ამ თევზის ორი სახეობა მსხვერპლის მოსაზიდად მდინარის ან ტბის ფსკერზე მკვდარივით ეშვება. პატარა თევზი თუ მიუახლოვდა, უმალ ციქლიდის სადილად იქცევა.

The post თავის მომკვდარუნება სექსის ასარიდებლად? ზუსტად ასეა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

On 6/7/2019 at 8:45 PM, Moor said:

ციურიხის უნივერსიტეტში ხელიფამ ეს ფენომენი შეისწავლა და დაადგინა, რომ „სტრატეგია ამართლებს“.

:D

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
32 minutes წინ, cosmia said:

აუ ეს ზეზვაში გადააგდეთ რა :lol:

პოლიტიკაში არ წავა? თავის მომკვდარუნების სტრატეგია გამოადგებოდათ ზოგზოგიერთებს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Moor said:

პოლიტიკაში არ წავა? თავის მომკვდარუნების სტრატეგია გამოადგებოდათ ზოგზოგიერთებს

:lol:

თემის გარეშეც გამოიყენენენ მაგ ხერხს. მოუწევთ ეჭვი მაქვს :roll:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share