Jump to content
×
×
  • Create New...

„უკანა ტანით მსუნთქავი“ საკვირველი კუ


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ახალგამოჩეკილი, ე.წ. ერთცენტიანი, იგივე „ზოომაღაზიის“ კუები 60 – 70-იან წლებში ავსტრალიის მაღაზიებში იყიდებოდა. რეპტილიების ექსპერტი ჯონ კენი დიდხანს იკვლევდა მათ წარმოშობას, სანამ ქვინსლენდის მდინარე მერიში აღმოაჩენდა. Elusor macrurus – მდინარე მერის კუ, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სიაშია.

ის 8 კილოგრამს იწონის და 43-სანტიმეტრიანი ბაკანი აქვს. ვარაუდობენ, რომ სხვა სახეობებს 40 მილიონი წლის წინ გამოეყო და თავისი გვარის ერთადერთი წარმომადგენელია, 100 წლამდე ცხოვრობს და 20 წლის ასაკამდე არ მრავლდება. რეპროდუქციისას მამრი მრავალფუნქციურ კუდს შლის, რომელსაც ნარჩენების გამოსაყოფად და სასუნთქადაც იყენებს. ლაყუჩისებრი კლოაკის წყალობით შეუძლია ორდღე-ნახევარი ამოყვინთვის გარეშე გაძლოს.

“მისი ეს თავისებურება დიდ ყურადღებას იპყრობს“, – ამბობს ბუნებადამცველი მერილინ კონელი. მისი მიზანია, დაიცვას ის სახეობები, რომელთა კვერცხებს მტაცებლები ანადგურებენ. ამ პროექტის წარმომადგენლები კუების გამრავლების პერიოდში მდინარის ნაპირებზე ბუდეებს ეძებენ და იცავენ, რათა „კუებმა ისე განაგრძონ ცხოვრება, როგორც მილიონობით წელი ცხოვრობდნენ“.

ვარცხნილობა გგონიათ? – ეს მასზე ამოსული მცენარეა

STOCK_turtles-43_43986157471_o-1024x576.მდინარე მერის კუ გადაღებულია ლოუნ-პაინის კოალების ნაკრძალში. ქვინსლენდი, ავსტრალია. ფოტო: კრის ვან ვიკი

2006 წელს დამწყები ფოტოგრაფი კრის ვან ვიკი ქვინსლენდის ხელისუფლებას დაუპირისპირდა მდინარე მერიზე კაშხლის აშენების თაობაზე, რათა ცხოველებისთვის ბუნებრივი გარემო და ხელუხლებელი საყვინთაო ადგილები შეენარჩუნებინა. ამის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად კი მან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ფოტოგადაღება დაიწყო, მათ შორის მდინარე მერის კუც გადაიღო, რომლის თავზეც, წყალქვეშ დიდი ხანი ყოფნის გამო, წყალმცენარე ხარობს. „პანკი კუს“ ფოტო დღესაც პოპულარულია ინტერნეტსივრცეში, რამაც ასევე ხელი შეუწყო კაშხლის აშენების პროექტის შეჩერებას, „ეს კი იმის დასტურია, რომ ფოტოგრაფიას სამყაროს შეცვლა შეუძლია“, – ამბობს კრის ვან ვიკი.

The post „უკანა ტანით მსუნთქავი“ საკვირველი კუ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   205 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 203 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(6)
    • Safari(1)
    • t-90
    • Googlebot(2)