ფორუმელი Moor Posted 30 აპრილი, 2020 Posted 30 აპრილი, 2020 ტელესკოპი „ჰაბლი“ დაგეგმილზე უფრო დიდი ხანია ფუნქციონირებს და შორეული კოსმოსის ხილვის საშუალებას გვაძლევს. 1990 წელს NASA-მ და ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ტელესკოპი გაუშვეს, რათა სამყაროს სიღრმეები დაეთვალიერებინათ. დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ ტელესკოპის ხილვადობას არც ჰაერი შეუშლიდა ხელს, არც სინათლე და არც – დაბინძურება. მეცნიერების აზრით, ტელესკოპი, საუკეთესო შემთხვევაში, 10 წელს იარსებებდა. ჰაბლი 30 წლის შემდეგაც განაგრძობს ჩვენს განცვიფრებას. მისი ცნობილი ფოტოების წყალობით, პასუხი გაეცა ასტრონომების ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რამდენი წლის არის სამყარო? (13,8 მილიარდი წლის) არსებობს თუ არა შავი ხვრელები? (დიახ, თანაც მთელი თავისი მრისხანებით). კიბორჩხალის ნისლეულის გამოსახულება ტემპერატურის გრადიენტს გვიჩვენებს. ფოტო: STSCI 1995 წელს ასტრონომ ბობ უილიამსს ერთი თავშესაქცევი იდეა დაებადა: რა მოხდება, თუ NASA ჰაბლს ცაზე არსებული ერთი შეხედვით ბნელი უბნისკენ მიმართავს? ამან ჯადოსნურ აღმოჩენას მისცა დასაბამი: იქ, სადაც ადამიანის თვალი ვერაფერს ხედავს, ათასობით გალაქტიკა არსებობს. ამ შორეული გალაქტიკების ჯგუფს APR 273 ჰქვია. ფოტო: NASA/ESA და ჰაბლის მემკვიდრეობის გუნდი (STSCI/AURA) „ჰაბლის უმთავრესი მიღწევა გახლავთ ის, რომ მან საზოგადოებას სამყაროს საოცრებების ხილვის საშუალება მისცა“, – ამბობს კენეთ სემბახი, კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, რომლის დაქვემდებარებაშიც გახლავთ ჰაბლის სამეცნიერო პროგრამა. NASA-ს მიაჩნია, რომ ჰაბლი, რომელიც დედამიწის თავზე 547 კილომეტრის დაშორებით ტრიალებს, მისი საუკეთესო ინვესტიციაა. ფოტო: ESA მომავალ წელს NASA უფრო მაღალი მგრძნობელობის მქონე ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს, მაგრამ ჰაბლის მისია ჯერ არ დასრულებულა. ეს ორი ტელესკოპი ერთად სამყაროს უფრო მკაფიო სურათს მოგვცემს და შეეცდება, ჩვენს მარადიულ კითხვაზე გაგვცეს პასუხი: კიდევ რა არის იქ? კიბორჩხალის ნისლეული ზემკვრივ ნეიტრონულ ვარსკვლავს აკრავს გარშემო. ფოტო: NASA/ESA (მ. ვაისკოპფი, NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი) პლანეტარული ნისლეული მომაკვდავი ვარსკვლავებისგან გამოსროლილ „ნაკუწებს“ ასხივებს. ფოტო: NASA/ESA და ჰაბლის მემკვიდრეობის გუნდი (STSCI/AURA) კვერცხის ნისლეული დედამიწიდან 3000 სინათლის წლის დაშორებით კაშკაშებს. ფოტო: რაგჰვენდრა საჰაი და ჯონ ტრაუგერი კარინას ნისლეულის მტვრისა და აირების ღრუბელი სამი სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული. ფოტო: NASA/ESA/STSCI ასტრონომებმა ჰაბლის 10 000-მდე ფოტო შეისწავლეს, რათა ეს გამოსახულება შეექმნათ და ირმის ნახტომის გალაქტიკის ევოლუციას გაცნობოდნენ. ჩვენი გალაქტიკის ნათება უახლესი და ყველაზე კაშკაშაა. რამდენიმე ტექნიკური მისიის შედეგად, ჰაბლმა ფორმა შეინარჩუნა და იმ მონაცემების შეგროვება შეძლო, რომლებიც შემდგომ კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტმა (STSCI) გაშიფრა და ზეცის თვალწარმტაცი გამოსახულებები შექმნა. ფოტო: NASA/ESA და ტ. ბრაუნი, STSCI The post ჰაბლის ზეციური ხედვა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა