Jump to content
×
×
  • Create New...

ჰაბლის ზეციური ხედვა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ტელესკოპი „ჰაბლი“ დაგეგმილზე უფრო დიდი ხანია ფუნქციონირებს და შორეული კოსმოსის ხილვის საშუალებას გვაძლევს.

1990 წელს NASA-მ და ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ტელესკოპი გაუშვეს, რათა სამყაროს სიღრმეები დაეთვალიერებინათ. დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ ტელესკოპის ხილვადობას არც ჰაერი შეუშლიდა ხელს, არც სინათლე და არც – დაბინძურება. მეცნიერების აზრით, ტელესკოპი, საუკეთესო შემთხვევაში, 10 წელს იარსებებდა.

ჰაბლი 30 წლის შემდეგაც განაგრძობს ჩვენს განცვიფრებას. მისი ცნობილი ფოტოების წყალობით, პასუხი გაეცა ასტრონომების ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რამდენი წლის არის სამყარო? (13,8 მილიარდი წლის) არსებობს თუ არა შავი ხვრელები? (დიახ, თანაც მთელი თავისი მრისხანებით).

STOCK_STSCI-H-p2003a-f-4291x4291-2-1024x

კიბორჩხალის ნისლეულის გამოსახულება ტემპერატურის გრადიენტს გვიჩვენებს.

ფოტო: STSCI

1995 წელს ასტრონომ ბობ უილიამსს ერთი თავშესაქცევი იდეა დაებადა: რა მოხდება, თუ NASA ჰაბლს ცაზე არსებული ერთი შეხედვით ბნელი უბნისკენ მიმართავს? ამან ჯადოსნურ აღმოჩენას მისცა დასაბამი: იქ, სადაც ადამიანის თვალი ვერაფერს ხედავს, ათასობით გალაქტიკა არსებობს.

STOCK_Thires_jpg-1-1010x1024.jpg

ამ შორეული გალაქტიკების ჯგუფს APR 273 ჰქვია.

ფოტო: NASA/ESA და ჰაბლის მემკვიდრეობის გუნდი (STSCI/AURA)

„ჰაბლის უმთავრესი მიღწევა გახლავთ ის, რომ მან საზოგადოებას სამყაროს საოცრებების ხილვის საშუალება მისცა“, – ამბობს კენეთ სემბახი, კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, რომლის დაქვემდებარებაშიც გახლავთ ჰაბლის სამეცნიერო პროგრამა.

STOCK_The_joint_ESA_NASA_Hubble_Space_TeNASA-ს მიაჩნია, რომ ჰაბლი, რომელიც დედამიწის თავზე 547 კილომეტრის დაშორებით ტრიალებს, მისი საუკეთესო ინვესტიციაა. ფოტო: ESA

მომავალ წელს NASA უფრო მაღალი მგრძნობელობის მქონე ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს, მაგრამ ჰაბლის მისია ჯერ არ დასრულებულა. ეს ორი ტელესკოპი ერთად სამყაროს უფრო მკაფიო სურათს მოგვცემს და შეეცდება, ჩვენს მარადიულ კითხვაზე გაგვცეს პასუხი: კიდევ რა არის იქ?

STOCK_STScI-H-2016-37-a-full.jpg კიბორჩხალის ნისლეული ზემკვრივ ნეიტრონულ ვარსკვლავს აკრავს გარშემო. ფოტო: NASA/ESA (მ. ვაისკოპფი, NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენის ცენტრი)

STOCK_planetary-nebulae.jpg პლანეტარული ნისლეული მომაკვდავი ვარსკვლავებისგან გამოსროლილ „ნაკუწებს“ ასხივებს. ფოტო: NASA/ESA და ჰაბლის მემკვიდრეობის გუნდი (STSCI/AURA)

STOCK_Understanding_the_Egg_Nebula.jpg კვერცხის ნისლეული დედამიწიდან 3000 სინათლის წლის დაშორებით კაშკაშებს. ფოტო: რაგჰვენდრა საჰაი და ჯონ ტრაუგერი

STOCK_TPIA15985.jpg კარინას ნისლეულის მტვრისა და აირების ღრუბელი სამი სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული. ფოტო: NASA/ESA/STSCI

STOCK_opo1801a.jpg ასტრონომებმა ჰაბლის 10 000-მდე ფოტო შეისწავლეს, რათა ეს გამოსახულება შეექმნათ და ირმის ნახტომის გალაქტიკის ევოლუციას გაცნობოდნენ. ჩვენი გალაქტიკის ნათება უახლესი და ყველაზე კაშკაშაა. რამდენიმე ტექნიკური მისიის შედეგად, ჰაბლმა ფორმა შეინარჩუნა და იმ მონაცემების შეგროვება შეძლო, რომლებიც შემდგომ კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტმა (STSCI) გაშიფრა და ზეცის თვალწარმტაცი გამოსახულებები შექმნა. ფოტო: NASA/ESA და ტ. ბრაუნი, STSCI

The post ჰაბლის ზეციური ხედვა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share