Jump to content
×
×
  • Create New...

კარანტინის შუაგულიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი

კორონავირუსის ჟამს ერთი ფოტოგრაფი შორიდან იღებს პორტრეტებს

გაბრიელე გალიმბერტიმ ერთი საცხოვრებლის წინ განათების მოწყობილობები დადგა და უკან დაიხია, რათა შინ მყოფ ადამიანებს ის უსაფრთხოდ შეეტანათ სახლში. გარედან ხმამაღლა კარნახობდა, როგორ უნდა განლაგებულიყვნენ ადამიანებიც და განათებაც. ასეთია საკარანტინო პორტრეტული ფოტოგრაფია.

„ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური პერიოდი“, – ამბობს გალიმბერტი, იტალიელი ფოტოგრაფი, რომელიც თებერვალში საყოველთაო კარანტინის დაწესების დროს მილანში იყო. მომდევნო კვირების განმავლობაში იგი ჟურნალისტ ჯეა სკანკარელოსთან ერთად აღწერდა, როგორ შეცვალა ქალაქის ცხოვრება კორონავირუსმა.

MM9300_200314_000188-1.jpg გრეტა ტანინი და კრისტოფორო ლიპი ჩვეულებრივ ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა გამოკეტილ ქალაქში ერთად აღმოჩნდნენ. „გვირჩევნია, იზოლაციაში დავრჩეთ და საფრთხე არავის შევუქმნათ“, – ამბობს ტანინი.

მილანის მცხოვრებთა პორტრეტების შექმნის იმედით მათ მეგობრებთან რეკვა დაიწყეს. „მათ ხმაში გარკვეული შიში შევნიშნე, – იხსენებს გალიმბერტი. – გარეთ გასვლის შიში და ერთი-ორჯერ – ჩემთან შეხვედრის აშკარად გამოხატული შიშიც“.

MM9300_200316_000396-1024x576.jpg
MM9300_200315_000224-1024x576.jpg
MM9300_200322_000763-1024x576.jpg
MM9300_200317_000594-1024x576.jpg

(ზემოთ მარცხნივ): ლუკა ვოლტას ვაჟი უჭირავს, მიკელა კროჩის კი – ქალიშვილი; მშობლები ცდილობენ, ბავშვები გაართონ.
(ზემოთ მარჯვნივ): დანიელე ვერონეზის და ანა მოსტოზის სახლში ყოფნა მოსწონთ, თუმცა ჯანდაცვის კრიზისზე ღელავენ.
(ქვემოთ მარცხნივ): რეპერი სადიქ მარკო ოლადიპულო, იგივე როი, „შინაპატიმრობაში“ ახალ სიმღერებზე მუშაობს.
(ქვემოთ მარჯვნივ): პაოლო და ელიზაბეტ ლომბარდები მანამდე ჩაიკეტნენ, სანამ ეს სავალდებულო გახდებოდა.

მსხვერპლი გაიზარდა, საავადმყოფოები გადაივსო და მილანის მცხოვრებლები სახლებში ჩაიკეტნენ. „საომარ ზონას ჰგავს“, – ამბობს გალიმბერტი. ამ დუეტმა ფრთხილი მეთოდოლოგიითა და მკაცრი დისტანცირებით შეძლო, დაეთანხმებინა ხალხი გადაღებაზე. როგორც გალიმბერტი ამბობს, მათი მიზანი იყო მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, როგორ გაუსწორდა ვირუსი იტალიას იმისათვის, რომ სხვებს თადარიგი დაეჭირათ და შეეკავებინათ მისი გავრცელება.

STOCK_MJ8820Schermata-2020-03-19-alle-12ორმეტრიან კიბეზე მდგომი გაბრიელე გალიმბერტი უსაფრთხო დისტანციიდან იღებს ფოტოებს.

The post კარანტინის შუაგულიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   24 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 22 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)