Jump to content
×
×
  • Create New...

როდესაც ვირუსი კენიაში გამოჩნდა


Recommended Posts

ნაირობის გადატვირთულ დასახლებებში
COVID-19-ისგან თავდაცვა ფუფუნებაა.

კენიაში ადამიანების უმრავლესობისათვის სიცოცხლე, COVID-19-ის მიუხედავად, გრძელდება. მომაკვდინებელი ვირუსისაგან თავის დაცვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულია: 53-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 37% დღიურად დაახლოებით 1,90 დოლარით ცხოვრობს, თვითიზოლაცია კი ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანია დამოკიდებული საკვების, წამლებისა და დასაქმების არაფორმალურ ბაზრებზე, ნაკლებადაა შესაძლებელი.

MM9312_200330_08635.jpg COVID-19-ის გავრცელების შესანელებლად საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს ნაირობის ბიზნესუბნის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ბაზრებში. არასაკმარისი ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გამო, ქვეყნის მთავრობამ აქტივობების შესამცირებლად კომენდანტის საათი დააწესა. ამან პოლიციასა და სამთავრობო დადგენილებების დამრღვევებს შორის სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია.

კენიაში კორონავირუსის გავრცელებას ნაირობიდან ვადევნებდი თვალს. ექიმებს კარდაკარ დავყვებოდი და ვნახულობდი ადამიანებს, რომლებიც ვირუსსა და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ქაოსს სახლებში ემალებოდნენ. ინფიცირების პირველი შემთხვევიდან ერთი თვის თავზე კენიაში 200-ზე ნაკლები შემთხვევა და მხოლოდ რვა გარდაცვლილი იყო. „ამ მცირე რაოდენობასაც კი ვერ ვუმკლავდებით, – მითხრა ერთმა ექიმმა, – შემთხვევების მატებისას ადამიანები ქუჩებში დაიხოცებიან“.

MM9312_200326_02745.jpg ტანსაცმლის კენიელი დიზაინერი, 24 წლის დევიდ ავიდო, ხალხის დახმარების გზებს ეძებს. კიბერაში, მშობლიურ უბანში, ავიდო კორონავირუსის პრევენციისთვის უფასოდ არიგებს ნიღბებს, რომლებსაც ფერადი ნაჭრებისგან კერავს. ამ და სხვა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ხშირად არ იშოვება დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები, ან მათ საყიდლად ხალხს ფული არ ჰყოფნის.

ეს კარგად ესმის დევიდ ავიდოს, ტანსაცმლის დიზაინერს ნაირობის უღარიბეს უბან კიბერადან. ქვეყნისთვის COVID-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად ის ტანსაცმლის კერვიდან ფერადი ნიღბების კერვაზე გადაერთო, რომლებსაც უფასოდ არიგებს. მისი თქმით, „ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთზე“.

MM9312_200327_03130-1024x576.jpgთვითდასაქმებული გამყიდველები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ არ იმუშაონ.

The post როდესაც ვირუსი კენიაში გამოჩნდა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share