ფორუმელი Moor Posted 10 ივლისი, 2020 Posted 10 ივლისი, 2020 ნაირობის გადატვირთულ დასახლებებში COVID-19-ისგან თავდაცვა ფუფუნებაა. კენიაში ადამიანების უმრავლესობისათვის სიცოცხლე, COVID-19-ის მიუხედავად, გრძელდება. მომაკვდინებელი ვირუსისაგან თავის დაცვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულია: 53-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 37% დღიურად დაახლოებით 1,90 დოლარით ცხოვრობს, თვითიზოლაცია კი ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანია დამოკიდებული საკვების, წამლებისა და დასაქმების არაფორმალურ ბაზრებზე, ნაკლებადაა შესაძლებელი. COVID-19-ის გავრცელების შესანელებლად საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს ნაირობის ბიზნესუბნის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ბაზრებში. არასაკმარისი ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის გამო, ქვეყნის მთავრობამ აქტივობების შესამცირებლად კომენდანტის საათი დააწესა. ამან პოლიციასა და სამთავრობო დადგენილებების დამრღვევებს შორის სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვია. კენიაში კორონავირუსის გავრცელებას ნაირობიდან ვადევნებდი თვალს. ექიმებს კარდაკარ დავყვებოდი და ვნახულობდი ადამიანებს, რომლებიც ვირუსსა და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ქაოსს სახლებში ემალებოდნენ. ინფიცირების პირველი შემთხვევიდან ერთი თვის თავზე კენიაში 200-ზე ნაკლები შემთხვევა და მხოლოდ რვა გარდაცვლილი იყო. „ამ მცირე რაოდენობასაც კი ვერ ვუმკლავდებით, – მითხრა ერთმა ექიმმა, – შემთხვევების მატებისას ადამიანები ქუჩებში დაიხოცებიან“. ტანსაცმლის კენიელი დიზაინერი, 24 წლის დევიდ ავიდო, ხალხის დახმარების გზებს ეძებს. კიბერაში, მშობლიურ უბანში, ავიდო კორონავირუსის პრევენციისთვის უფასოდ არიგებს ნიღბებს, რომლებსაც ფერადი ნაჭრებისგან კერავს. ამ და სხვა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ხშირად არ იშოვება დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები, ან მათ საყიდლად ხალხს ფული არ ჰყოფნის. ეს კარგად ესმის დევიდ ავიდოს, ტანსაცმლის დიზაინერს ნაირობის უღარიბეს უბან კიბერადან. ქვეყნისთვის COVID-19-თან ბრძოლაში დასახმარებლად ის ტანსაცმლის კერვიდან ფერადი ნიღბების კერვაზე გადაერთო, რომლებსაც უფასოდ არიგებს. მისი თქმით, „ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთზე“. თვითდასაქმებული გამყიდველები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ არ იმუშაონ.The post როდესაც ვირუსი კენიაში გამოჩნდა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა