ფორუმელი Moor Posted 9 აგვისტო, 2020 Posted 9 აგვისტო, 2020 ნიუ-იორკისთვის კრიზისები ჩვეულია, თუმცა COVID-19-თან ბრძოლამ ქალაქი სრულიად გააშეშა. სტივენ უილქსი ფოტოგრაფი, TED-სპიკერი, ხელოვანი და, რაც მთავარია, ნიუიორკელია. ამიტომ იგი განსაკუთრებით განიცდიდა, როდესაც მისი ქალაქი COVID-19-ის პანდემიის გლობალურ კერად იქცა. „ქალაქმა, რომელსაც არასოდეს სძინავს“, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე თვით დაიძინა. მარტში უილქსმა და მისმა მეგობარმა, პილოტმა ალ სერულომ, იზოლაციაში მოქცეულ ქალაქს ვერტმფრენით გადაუფრინეს. მათ გადმოხედეს კარავში მოწყობილ საავადმყოფოს ცენტრალ-პარკში, შენობების სახურავებზე მზეს მიფიცხებულ და ძაღლებთან ერთად მოსეირნე ნიუიორკელებს. (მარცხნივ) ჩვეულებრივ, ყვითელი ტაქსებით, მოტოციკლიანი კურიერებით და ფეხით მოსიარულეებით სავსე პარკ-ავენიუ დღეს თითქმის სულ მიუტოვებიათ ვირუსის შესაკავებლად – უსულო ურბანული ცენტრების კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი. (მარჯვნივ) ტაიმს-სკვერი ცნობილია მოციმციმე საახალწლო სფეროთი, რომლის ქვეშაც პანდემიის დროს ჯანდაცვის მუშაკების მიმართ მადლიერების გამომხატველი წარწერა ანათებს. ყველაზე გამაოგნებელი სიმშვიდე იყო: არაფერი და არავინ მოძრაობდა. ცარიელი ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ბრაიანტის სკვერი და ემპაირ სტეიტ ბილდინგი. „ნიუ-იორკი მუდამ მჩქეფარე მდინარეს ჰგავს; მისი დაცარიელება წარმოუდგენელია“, – ამბობს უილქსი. უილკსი იმედოვნებს, რომ ქალაქი და მისი ბინადრები ძალებს აღიდგენენ და უფრო სიცოცხლით აღსავსენი გახდებიან, თუმცა იხსენებს, ასევე, 2001 წლის 11 სექტემბერს და მსგავს სამგლოვიარო სურათს ხედავს პოსტპანდემიურ ნიუ-იორკში. ემპაირ სტეიტ ბილდინგი – ნიუიორკელების საყვარელი ღირსშესანიშნაობა და 40 წლის მანძილზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 443-მეტრიანი შენობა – ხშირად სადღესასწაულო ფერებით ნათდება. გაზაფხულზე ის წითლად და თეთრად გაანათეს, რითიც პატივი მიაგეს ექიმებისა და ექთნების თავგანწირულ შრომას. ვერტმფრენიდან დანახულ ცარიელ ტაიმს-სკვერზე, რომელიც წლიურად 50 მილიონ ვიზიტორს და მსოფლიოში უდიდეს საახალწლო წვეულებას მასპინძლობს, მსოფლიოში გაზიარებულმა გზავნილი განათდა: „მადლობა მათ, ვინც ჩვენი სიცოცხლისთვის იბრძვის“. ჩვეულებრივ ტურისტებით და შესვენებაზე მყოფი ოფისის მუშაკებით სავსე ბრაიანტის სკვერი იშვიათადაა ასეთი ცარიელი. The post იზოლირებული მეტროპოლისი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა