ფორუმელი Moor Posted 10 სექტემბერი, 2020 Posted 10 სექტემბერი, 2020 დედამიწის პეიზაჟები გასაოცარი შეიძლება იყოს, თუმცა რუბენ ვუსთვის ეს არ არის საკმარისი – ფოტოგრაფის, ვიზუალური არტისტის და მუსიკის პროდიუსერის აღქმით ამ დიდებულ მთებს, მყინვარებსა და სანაპიროებს რაღაც აკლია, კერძოდ კი – არაბუნებრივი განათება. ეს იდეა შეცდომიდან დაიბადა. როგორც კი ერთ ღამეს, კალიფორნიაში, სიკვდილის ველთან, უკუნეთ სიბნელეში „თაიმლეპსით“ კადრების გადასაღებად კამერა ჩართო, სატვირთო მანქანამ ჩამოიარა და ნათურების მკვეთრი განათებით მთელი კადრი გააფუჭა. ვუმ დრონები ისე დააპროგრამა, რომ იუტაში, იანტ-ფლეტის ქვიშაქვის წარმონაქმნების გარშემო წრეზე ეფრინათ. შემდეგ რამდენიმე ფოტო შეაერთა და ეს გამოსახულება მიიღო. „თავიდან გავღიზიანდი, თუმცა კადრებს რომ დავხედე, მოვიხიბლე. ეს იყო არაბუნებრივი განათება ბუნებრივ გარემოში“, – ამბობს ვუ. ფოტოგრაფმა დრონებით ისეთი ადგილები გაანათა, როგორებიცაა ტბები, კანიონები თუ უდაბნოს ქვიშაქვის სვეტები. შემდეგ მაღალი ექსპოზიციით გადაღებული რამდენიმე გამოსახულება ერთმანეთს დაადო, ზოგიერთ შემთხვევაში ოდნავ დაამუშავა კიდეც, რათა დრონი გაექრო და მხოლოდ განათება დაეტოვებინა. ჩრდილოეთ უელსში, მოელ-ტრიფანის კარიერის განათება მოითხოვდა დრონის შუქით მეთოდურ „მოხატვას“ კლდის კონტურების გამოსაკვეთად. ბოლივიაში, ედუარდო ავაროას ანდური ფაუნის ეროვნულ ნაკრძალში კლდის ფორმაციების გადასაღებად ვუმ სხვადასხვა ტიპის განათება გამოიყენა. საბოლოოდ, უჩვეულო და არაამქვეყნიური პეიზაჟები მივიღეთ, რომლებიც მნახველს საგონებელში ჩააგდებს. ვუ ფოტოებს აშშ-ში იღებს, თუმცა, მისივე თქმით, დედამიწაზე ნებისმიერი პეიზაჟის გადაღება შეიძლება ასე.ვუს განზრახული აქვს, შექმნას ფოტოსერია, რომელიც დაგაფიქრებთ ხელოვნებასა თუ ბუნებაზე და უფრო შემოქმედებითად დაგანახებთ მას. The post უჩვეულო განათება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა