ფორუმელი Moor Posted 11 ივლისი, 2020 Posted 11 ივლისი, 2020 ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ერთმანეთისგან განცალკევებით გვიწევს ცხოვრება. როგორ უმკლავდება ამას ადამიანი? როდესაც მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა განწყობილი, სახლებში ვეძებთ ხსნას, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს, როდესაც თვითიზოლაცია დაუსრულებლად გრძელდება, სახლები მხოლოდ კომფორტისა და სიმყუდროვის წყარო აღარ არის. ჩვენ ისინი სკოლებად და ოფისებად, გასართობ ცენტრებად და დაძაბულობის კერებად ვაქციეთ. მოწყენილობის, სტრესისა და შიშის ენერგიად გარდაქმნა რომ შეგვეძლოს, ის მთელ პლანეტას ეყოფოდა. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ნიუ-იორკი, აშშ. ბანგლადეშელი ფოტოგრაფი ისმაილ ფერდუსი უცხო ქალაქში დარჩა და იქ იღებდა ფოტოებს. ფოტო: ისმაილ ფერდუსი ბაია, ბრაზილია. იზოლაციის წესების შემოღებამდე კაცი და მისი ძაღლი სანაპიროზე ერთობიან. ფოტო: ლუიზა დორი მოსკოვი, რუსეთი. გოგონა, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, სმარტფონით ერთობა. ფოტო: გიორგი პინხასოვი, Magnum Photos სან-ფრანცისკო, აშშ. აბაზანის სარკეში გადაღებულ ავტოპორტრეტს კონდენსაცია ნახატის იერსახეს აძლევს. ფოტო: დიანა მარკოსიანი ნესოდტანგენი, ნორვეგია. ოთხი წლის ბოე ძილის წინ დედას, ანას, ჩრდილების მონსტრობანას ეთამაშება. კარანტინის დასაწყისში ბოეს მშობლებისთვის მისი გართობის საშუალებების მოძებნა დიდი გამოწვევა იყო. ფოტო: იონას ბენდიქსენი, Magnum Photos გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ნიუ-იორკი, აშშ. ბანგლადეშელი ფოტოგრაფი ისმაილ ფერდუსი უცხო ქალაქში დარჩა და იქ იღებდა ფოტოებს. ფოტო: ისმაილ ფერდუსი ბაია, ბრაზილია. იზოლაციის წესების შემოღებამდე კაცი და მისი ძაღლი სანაპიროზე ერთობიან. ფოტო: ლუიზა დორი მოსკოვი, რუსეთი. გოგონა, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, სმარტფონით ერთობა. ფოტო: გიორგი პინხასოვი, Magnum Photos სან-ფრანცისკო, აშშ. აბაზანის სარკეში გადაღებულ ავტოპორტრეტს კონდენსაცია ნახატის იერსახეს აძლევს. ფოტო: დიანა მარკოსიანი ნესოდტანგენი, ნორვეგია. ოთხი წლის ბოე ძილის წინ დედას, ანას, ჩრდილების მონსტრობანას ეთამაშება. კარანტინის დასაწყისში ბოეს მშობლებისთვის მისი გართობის საშუალებების მოძებნა დიდი გამოწვევა იყო. ფოტო: იონას ბენდიქსენი, Magnum Photos ფოტოგრაფებმა ყველგან გადაიღეს ამ უცნაური დროების ფოტოები. მათი ერთად ნახვისას ჩნდება კითხვა: საერთოდ რა არის სახლი? COVID-19-ის პერიოდში ამ კითხვაზე პასუხი პრივილეგირებულობის საზომიც კი გახდა. გაქვს სახლი? მოგწონს იქ ყოფნა? დარწმუნებული ხარ, რომ იქ დარჩენა შეგიძლია? გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მილანი, იტალია. ბებია იზოლაციაში მარტოობას, დაბნეულობასა და დაუცველობის გრძნობას ებრძვის. ფოტო: ლუკა ლოკატელი იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა. მოსახლეობის ნაწილი ოთხ კედელში გამოკეტვას სახლის ეზოებში გაურბის. ფოტო: ლინდოკულე სობეკვა, Magnum Photos ლონდონი, ინგლისი. დედის დღის (22 მარტი) აღსანიშნავად ნაჩუქარი ყვავილები აჩვენებს, თუ როგორ გადის დრო. ფოტო: ოლივია არტური, Magnum Photos ბარსელონა, ესპანეთი. კარანტინის პირობებში ვარჯიში შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, მაგალითად, სახურავზე მინი სავარჯიშო დარბაზის მოწყობას. ფოტო: პაოლო ვერძონე გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა მილანი, იტალია. ბებია იზოლაციაში მარტოობას, დაბნეულობასა და დაუცველობის გრძნობას ებრძვის. ფოტო: ლუკა ლოკატელი იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა. მოსახლეობის ნაწილი ოთხ კედელში გამოკეტვას სახლის ეზოებში გაურბის. ფოტო: ლინდოკულე სობეკვა, Magnum Photos ლონდონი, ინგლისი. დედის დღის (22 მარტი) აღსანიშნავად ნაჩუქარი ყვავილები აჩვენებს, თუ როგორ გადის დრო. ფოტო: ოლივია არტური, Magnum Photos ბარსელონა, ესპანეთი. კარანტინის პირობებში ვარჯიში შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, მაგალითად, სახურავზე მინი სავარჯიშო დარბაზის მოწყობას. ფოტო: პაოლო ვერძონე ფოტოებში ჩანს, როგორ სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ კრიზისზე და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, რას ვთვლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. ასაკს, ადგილსა და, ხანდახან, რწმენასაც აქვს გავლენა იმაზე, თუ რამდენად დაუცველად ვგრძნობთ თავს და რამდენად ვშფოთავთ. დააკვირდით სახლში, თვითიზოლაციაში მყოფ წყვილს იტალიიდან, ზღვის ნაპირზე მყოფ ბრაზილიელებს, რომლებიც გარეთ ყოფნას არიან მოწყურებულები, ბუნებას მონატრებულ ხალხს სამხრეთ აფრიკის დასახლებებში, ადამიანებს ნიუ-იორკსა და ლონდონში, რომლებიც ჰაერის ჩასასუნთქად აივნებს, სახანძრო კიბეებს, ნებისმიერ თავისუფალ ადგილს ესწრაფვიან. კუალა-ლუმპური, მალაიზია. ფოტოგრაფ იან ტეს მსგავსი მოგზაურებისთვის სახლი იქაა, სადაც მას შეიქმნი და საყვარელი ადამიანები გეგულებიან. ფოტო: იან ტე The post როგორ ხედავს ვირუსს მსოფლიო appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა