Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ ხედავს ვირუსს მსოფლიო

Recommended Posts

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ერთმანეთისგან განცალკევებით გვიწევს ცხოვრება. როგორ უმკლავდება ამას ადამიანი?

როდესაც მთელი სამყარო შენს წინააღმდეგაა განწყობილი, სახლებში ვეძებთ ხსნას, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის დროს, როდესაც თვითიზოლაცია დაუსრულებლად გრძელდება, სახლები მხოლოდ კომფორტისა და სიმყუდროვის წყარო აღარ არის. ჩვენ ისინი სკოლებად და ოფისებად, გასართობ ცენტრებად და დაძაბულობის კერებად ვაქციეთ. მოწყენილობის, სტრესისა და შიშის ენერგიად გარდაქმნა რომ შეგვეძლოს, ის მთელ პლანეტას ეყოფოდა.

  • STOCKIsmail-FERDOUS-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_LD_c19_02LD_c19_02-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_PIG2020002G003-0225-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_IMG-1734-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK__DSC1003-Edit_DSC1003-Edit-1024x57
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ნიუ-იორკი, აშშ. ბანგლადეშელი ფოტოგრაფი ისმაილ ფერდუსი უცხო ქალაქში დარჩა და იქ იღებდა ფოტოებს.

ფოტო: ისმაილ ფერდუსი

ბაია, ბრაზილია. იზოლაციის წესების შემოღებამდე კაცი და მისი ძაღლი სანაპიროზე ერთობიან.

ფოტო: ლუიზა დორი

მოსკოვი, რუსეთი. გოგონა, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, სმარტფონით ერთობა.

ფოტო: გიორგი პინხასოვი, Magnum Photos

სან-ფრანცისკო, აშშ. აბაზანის სარკეში გადაღებულ ავტოპორტრეტს კონდენსაცია ნახატის იერსახეს აძლევს.

ფოტო: დიანა მარკოსიანი

ნესოდტანგენი, ნორვეგია. ოთხი წლის ბოე ძილის წინ დედას, ანას, ჩრდილების მონსტრობანას ეთამაშება. კარანტინის დასაწყისში ბოეს მშობლებისთვის მისი გართობის საშუალებების მოძებნა დიდი გამოწვევა იყო.

ფოტო: იონას ბენდიქსენი, Magnum Photos

გააზიარეთ ფოტო

ფოტოგრაფებმა ყველგან გადაიღეს ამ უცნაური დროების ფოტოები. მათი ერთად ნახვისას ჩნდება კითხვა: საერთოდ რა არის სახლი? COVID-19-ის პერიოდში ამ კითხვაზე პასუხი პრივილეგირებულობის საზომიც კი გახდა. გაქვს სახლი? მოგწონს იქ ყოფნა? დარწმუნებული ხარ, რომ იქ დარჩენა შეგიძლია?

  • STOCK_LLR3541-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_DSCF7715-2-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_ARO2020003G3652-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • STOCK_Toned-Image-ok-IMG_7757-2-1024x576
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მილანი, იტალია. ბებია იზოლაციაში მარტოობას, დაბნეულობასა და დაუცველობის გრძნობას ებრძვის.

ფოტო: ლუკა ლოკატელი

იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა. მოსახლეობის ნაწილი ოთხ კედელში გამოკეტვას სახლის ეზოებში გაურბის.

ფოტო: ლინდოკულე სობეკვა, Magnum Photos

ლონდონი, ინგლისი. დედის დღის (22 მარტი) აღსანიშნავად ნაჩუქარი ყვავილები აჩვენებს, თუ როგორ გადის დრო.

ფოტო: ოლივია არტური, Magnum Photos

ბარსელონა, ესპანეთი. კარანტინის პირობებში ვარჯიში შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, მაგალითად, სახურავზე მინი სავარჯიშო დარბაზის მოწყობას.

ფოტო: პაოლო ვერძონე

ფოტოებში ჩანს, როგორ სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ კრიზისზე და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, რას ვთვლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. ასაკს, ადგილსა და, ხანდახან, რწმენასაც აქვს გავლენა იმაზე, თუ რამდენად დაუცველად ვგრძნობთ თავს და რამდენად ვშფოთავთ. დააკვირდით სახლში, თვითიზოლაციაში მყოფ წყვილს იტალიიდან, ზღვის ნაპირზე მყოფ ბრაზილიელებს, რომლებიც გარეთ ყოფნას არიან მოწყურებულები, ბუნებას მონატრებულ ხალხს სამხრეთ აფრიკის დასახლებებში, ადამიანებს ნიუ-იორკსა და ლონდონში, რომლებიც ჰაერის ჩასასუნთქად აივნებს, სახანძრო კიბეებს, ნებისმიერ თავისუფალ ადგილს ესწრაფვიან.

STOCK_A8A9972.jpg კუალა-ლუმპური, მალაიზია. ფოტოგრაფ იან ტეს მსგავსი მოგზაურებისთვის სახლი იქაა, სადაც მას შეიქმნი და საყვარელი ადამიანები გეგულებიან. ფოტო: იან ტე

The post როგორ ხედავს ვირუსს მსოფლიო appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share