Jump to content
×
×
  • Create New...

მიწიდან დანახული


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სოკოები ტყის მდგომარეობის კარგი ინდიკატორია: თუ ისინი ხარობენ, სიცოცხლის სხვა ფორმებიც კარგად გრძნობენ თავს.

ბუნებისა და ეკოსისტემების ფოტოების გადაღებაში მთელი მსოფლიო შემოვიარე. თუმცა, 2020 წლის მარტში, როდესაც ნიდერლანდებს COVID-19-მა შეუტია, სხვების მსგავსად, მეც სახლში მომიწია დარჩენა. მაშინ შევამჩნიე ჩემს ეზოსა და სამეზობლოში ამოსული სოკოებიც.

სოკო რომ სინოტივეში ხარობს, ჩემთვის თვალსაჩინო 2019 წლის შემოდგომაზე გახდა, როდესაც ნიდერლანდებში უჩვეულოდ ბევრი ნალექი მოვიდა.

STOCK_JV_20191014_0173JV_20191014_0173-1
STOCK_JV_20191103_0318JV_20191103_0318-1

(მარცხნივ) როდესაც ცადამყვანას ქუდს სინათლე ეცემა, შიდა მხარის დაკლაკნილი ზედაპირი საუცხოოდ კაშკაშებს. ეს სახეობა ცნობილია შხამიანობითა და ფსიქოტროპული თვისებებით. (მარჯვნივ) ეს ციცქნა, იისფერი სოკო, Ramariopsis pulchella, გელდერლანდის პროვინციაში იზრდება, ნიდერლანდებისა და გერმანიის საზღვარზე. ის, სავარაუდოდ, გადაშენების პირას მყოფთა რიგებშია.

თუმცა, ალბათ, სინოტივეზე მნიშვნელოვანი გამხმარი ხეებია. ლპობის პროცესში მყოფი მერქანი ნიადაგში ისეთ საკვებ ნივთიერებებს ავრცელებს, რომლებიც მიკროორგანიზმებს, სოკოებსა და მწერებს აცოცხლებს. მთელი კვებითი ჯაჭვი ხეირობს ამ პროცესით. ტყეების ჩეხის ხანიდან შემორჩენილი წაქცეული ხეები აქაც, კარგა ხანია ანოყიერებენ ნიადაგს და ბიომრავალფეროვნებასაც უწყობენ ხელს.

STOCK_JV_20191015_590-stackJV_20191015_5 Schizophyllum commune-ს სახეობის სოკოებს გასამრავლებლად ფიბროზული მიცელიუმის ერთმანეთზე ერთადერთხელ შეხება სჭირდებათ უჯრედების დასაკავშირებლად. ამ სახეობას ათობით ათასი სქესობრივი ტიპი აქვს და მხოლოდ ერთმანეთთან შეთავსებადებს შეუძლიათ რეპროდუქცია.

თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს. ნიდერლანდებში ტყეებს ხანძრების თავიდან ასარიდებლად სოკოების საკვებისგან – შტოების, ტოტებისა და ხეებისგან – ხშირავენ. ბიომასაზე მომუშავე ელექტროსადგურების გაჩენასთან ერთად, ეს მასალა უკვე ენერგიად შეიძლება  გარდაიქმნას. თუმცა, თუ უხეშად ჩავერევით ტყის კანონზომიერებაში, სოკოების მრავალფეროვნება შესაძლოა შემცირდეს, რაც ჯაჭვური რეაქციით მთელ ეკოსისტემაზე გავრცელდება. სოკოების ზრდისა და სეზონური გარდასახვის პროცესს საკუთარ ეზოში ვაკვირდებოდი. ჩემი ფავორიტი ცადამყვანაა – თეთრი ღეროთი და ხასხასა წითელი ქუდით. გამახარა ამ დაწინწკლული სოკოების აღმოჩენამ, თუმცა მეზობლის ეზოში კიდევ უფრო ლამაზებსაც მივაკვლიე. ამ სტატიის გამხსნელი ფოტოც სწორედ მასთან გადავიღე.

STOCK_JV_20191103_0331JV_20191103_0331-16 სანტიმეტრამდე სიმაღლის Xylaria hypoxylon-ს ირმის რქა სოკოს უწოდებენ.

The post მიწიდან დანახული appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(4)
    • Chrome(16)
    • YandexBot(2)