Jump to content
×
×
  • Create New...

ცხოვრება COVID-19-ის ჟამს


Moor
 Share

Recommended Posts

STOCK_DB_2698.jpg სიყვარული COVID-ის ჟამს იტალიაში საყოველთაო კარანტინის გაუქმების შემდეგ, მარტა კოლცანიმ და ალესიო კავალარომ ნიღბები აიფარეს და მილანის მახლობლად, სან-ვიტოს ეკლესიაში, ერთ-ერთი პირველი ქორწილიც გაიმართა. ვატიკანმა ეპისკოპოსებს მარტში მისცა უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაეტარებინათ ღვთისმსახურება. ფოტო: დავიდე ბერტუჩო
STOCK_NN11626018.jpg სიკვდილი COVID-ის ჟამს იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის უეცარი ზრდის შედეგად, ბერგამოს მორგები და კრემატორიუმები გადაივსო, ამიტომ ჩრდილოეთ იტალიის სხვადასხვა ქალაქში კუბოების გადასანაწილებლად ჯარს უხმეს. აქ ნაჩვენებია, როგორ გადააქვთ კუბოები სამხედრო მანქანიდან ნოვარის კრემატორიუმში. ფოტო: ალექს მაჯოლი, MAGNUM PHOTOS
MM9323_200429_002117.jpg დაბადება COVID-ის ჟამს კიმ ბონსინიორე ბავშვის გაჩენას მანჰეტენის ჰოსპიტალში აპირებდა, თუმცა საავადმყოფოებში არსებული ვითარების გამო გადაიფიქრა და თავის მისაღებ ოთახში იმშობიარა. ექსპერტები ამბობენ, რომ პანდემიისა და არასტაბილური ეკონომიკის გამო წყვილებმა შეიძლება მეტი შვილის ყოლაზე უარი თქვან. ფოტო: ჯეკი მოლოი
STOCK_GettyImages-1222227145.jpg გამძლეობა COVID-ის ჟამს 11-კვირიანი სრული ჩაკეტილობის შემდეგ, ჩინეთის ხუბეის პროვინციამ თავის 55 მილიონზე მეტ მოსახლეს სახლში დარჩენის შეზღუდვა შეუმსუბუქა. ნიღბიანი ხალხი გარეთ გამოვიდა, ყოველდღიურ საქმიანობას დაუბრუნდა და სიფრთხილით გაიხსენა მცირე სიამოვნებებიც – მაგალითად, ქუჩაში ცეკვა. ფოტო: GETTY IMAGES

The post ცხოვრება COVID-19-ის ჟამს appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share