Jump to content
×
×
  • Create New...

რა ელის ჩვენს პლანეტას?


Recommended Posts

  • ფორუმელი

დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა აშშ-ში, ცოტა ხნით ადრე კი, თებერვალში კალიფორნიის სან-ხოსეს სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტებმა ახალი Ford Maverick-ი იყიდეს, კამპუსის ცენტრისკენ დააგორეს და მიწაში 3,5 მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს.

ეს რიტუალი სმოგის საწინააღმდეგო დემონსტრაციას წარმოადგენდა და ერთი კვირის განმავლობაში გამართული „გადარჩენის ფესტივალის“ ნაწილი იყო, რომელმაც შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ეკოლოგიის ერთ-ერთი პირველი დეპარტამენტის შექმნა გამოიწვია.

მას შემდეგ ჩვენ დედამიწისთვის ბევრ სასარგებლო და ბევრ დამღუპველ რამეს ჩავდივართ – ვცდილობთ სახეობების კონსერვაციას და გადარჩენას, ვავითარებთ ტექნოლოგიებს, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, შევამციროთ მავნე ემისიები და პარალელურად ვხოცავთ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს და ვჩეხთ ტყეებს.

ეს გამოცემა დედამიწის დღის იუბილეს ეძღვნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეაზრებინა განვლილი 50 წელიწადი და წარმოგვედგინა ის, თუ როგორი იქნება მომდევნო 50.

საბოლოოდ ორი ნომერი გამოგვივიდა, ამიტომ შევქმენით National Geographic-ის ისტორიაში პირველი ორმხრივი ნომერი. ჟურნალის გარეკანზე, რომელიც ამ გვერდს უძღვის წინ, მწვანე და სიცოცხლით სავსე დედამიწაა გამოსახული; ამ ნაწილში თქვენ გაეცნობით მომავლის ოპტიმისტურ ხედვას.

თუ ჟურნალს ამოაბრუნებთ, ალბათ, გულს შეგიკუმშავთ გარეკანზე გამოსახული მოყავისფრო და გაუდაბურებული ჩვენი პლანეტა. ამ ნაწილში ჩვენ მომავლის პესიმისტური სცენარის შესახებ მოგითხრობთ.

თქვენ წაიკითხავთ, თუ როგორ მოუწევს მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება შეცვლილი კლიმატის გამო და, ალბათ, იგრძნობთ, თუ რამდენად ძვირფასია ის. იქნებ ძალიანაც აღარ გაგიჭირდეთ შინ დარჩენა, რომლისკენაც COVID-19-ის პანდემიის გამო მოგვიწოდებენ.

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.

The post რა ელის ჩვენს პლანეტას? appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(2)