Jump to content
×
×
  • Create New...

ომიდან დაბრუნებულთა ისტორიები


Recommended Posts

წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. ამ, ისტორიის ყველაზე დამანგრეველი ომის (რომელშიც გარდაცვლილთა 70% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო) შესახებ დღემდე არაერთი წიგნი დაიწერა და დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი იქნა გადაღებული. თუმცა, მისი ჩვენეული (მინიმუმ ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის) ხედვა მაინც იმ „დიდი სამამულო ომის“ საბჭოთა ნარატივს უფრო ეფუძნება, რომელსაც ბავშვობაში გვინერგავდნენ, ვიდრე კონფლიქტის ფართო, მასშტაბურ ხედვასა და გააზრებას.

საბჭოთა კავშირმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ამ ომის დასრულებაში და ასევე უდიდესი მსხვერპლი გაიღო – ჯამში, დაახლოებით, 25 მილიონი სიცოცხლე. საბჭოთა კავშირის არმიის ძლიერებაში არც საქართველოს მიუძღვის პატარა წვლილი – ნახევარ მილიონზე მეტი მეომარი საკმაოდ ბევრია ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ამ ყველაფერზე ფიქრისას მეც და ალბათ თქვენც ერთდროულად გვიპყრობს სიამაყის, სიბრალულის და ტკივილის განცდა, რადგან ყველას გვყავს ოჯახში ომში დაღუპული, დაკარგული ან ომიდან დაბრუნებული, გადარჩენილი გმირი. თუმცა, ალბათ მსგავსი განცდები იპყრობთ იმათ შთამომავლებსაც, რომელთა წინაპრებიც მეორე მსოფლიო ომში საწინააღმდეგო მხარეს იბრძოდნენ.

ივნისის ნომრის მთავარი სტატია „მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ხმები“ იმ ადამიანებს ეძღვნებათ, თავად რომ გამოიარეს ომის საშინელება. მათი უმრავლესობა ახლა 90 წელზე მეტი ხნისაა და იმ პირველწყაროს წარმოადგენს, რომლებიც მალე ჩვენ გვერდით აღარ იქნებიან (ერთ-ერთი მათგანი ამ გამოცემის დაბეჭდვამდე სულ ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა).

ამ სტატიით გვსურს, სხვადასხვა პერსპექტივით დაგანახოთ მეორე მსოფლიო ომი, ამიტომ ამერიკელი, საბჭოთა, გერმანელი, ბრიტანელი და იაპონელი ადამიანების ისტორიებს მოგითხრობთ. თითოეული მათგანის ისტორია განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – ომი ბოლომდე არასოდეს ტოვებთ.

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.

The post ომიდან დაბრუნებულთა ისტორიები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share