Jump to content
×
×
  • Create New...

რას ვსწავლობთ და რას – ვერა ისტორიიდან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პანდემიების ისტორიის წერა, ალბათ, კაცობრიობის ხვედრია, თუმცა, ჩვენ, მოსახლეობა, როგორც წესი, საფრთხის გადავლისთანავე ვივიწყებთ, თუ რა გამოვიარეთ და ისევ მოუმზადებლები ვხვდებით მორიგ ინფექციას, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში კი ნელ-ნელა გამოცდილება გროვდება და ჯანდაცვის სფერო უფრო და უფრო მეტი ცოდნით იწყებს ახალ სირთულეებთან გამკლავებას.

National Geographic-ის აგვისტოს ნომრის მთავარი სტატია „როგორ გვცვლის პანდემიები“ მოგითხრობთ დაავადებათა ისტორიასა და მასთან ბრძოლის იმ მძიმე გამოცდილებაზე, რომელიც კაცობრიობას დაუგროვდა უხსოვარი დროიდან. ამ დაავადებათაგან ბევრი დავამარცხეთ, თუმცა, მათი გახსენება დღესაც კი შიშის ზარს გვგვრის. სტატიის ავტორი, რიჩარდ კონიფი, მსოფლიოს დამანგრეველი პანდემიების ისტორიასთან ერთად გვიყვება წარსულის იმ გაბედული და ხშირად რთული პიროვნებების შესახებაც, რომლებმაც კაცობრიობის სიცოცხლის გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდეს.

ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი გმირები, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენი გმირების დამსახურებით (რომლებსაც, საბედნიეროდ, დავუჯერეთ), ჩვენი ქვეყანა საკმაოდ კარგად ართმევს თავს COVID-19-ს. „ჩვენ გმირები არ ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც პატიოსნად ვასრულებთ მოვალეობას, რომელიც გვაკისრია ხალხის წინაშე“, – გვეუბნება ერთ-ერთი მათგანი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ნომრის ინტერვიუში.

1700-იანი წლების მიწურულს ყვავილმა გვასწავლა, რომ დაავადების თავიდან აცილება ინოკულაციით ყოფილა შესაძლებელი, 1700-იანი წლების შემდეგ კი ვაქცინაც გაჩნდა.

1800-იან წლებში ქოლერამ გვასწავლა, რომ აუცილებელია სანიტარია და წყლისა თუ კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემები.

საინტერესოა, რას გვასწავლის COVID-19?

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.

The post რას ვსწავლობთ და რას – ვერა ისტორიიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share