Jump to content
×
×
  • Create New...

გაიცანით ჩვენი მომავლის რობოტები


Moor
 Share

Recommended Posts

ადამიანებსა და რობოტებს რთული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ჩვენ ვაფასებთ მათ, რადგან საშიში, რთული და რუტინული საქმე შეუძლიათ აგვარიდონ თავიდან. არც შვებულება სჭირდებათ, არც სამედიცინო დაზღვევა, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ პლანეტის რობოტიზაციამ ადამიანებში დისკომფორტის და დაუცველობის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს.

2017 წლიდან პიუს კვლევითი ცენტრი აშშ-ის მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა, რომლის თანახმად, ამერიკელთა 80% ფიქრობდა, რომ 2050 წლისთვის რობოტები მუშახელის უმეტესობას ჩაანაცვლებენ, რაც, 75%-ის აზრით, ეკონომიკურ უთანასწორობას კიდევ უფრო გაამძაფრებდა.

აღნიშნული კვლევა მანამ დასრულდა, სანამ COVID-19-ის პანდემია დაიწყებოდა, პანდემიის დროს კი, როდესაც ფიზიკური დისტანციის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა, ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება ძალიან პრაქტიკული აღმოჩნდა.

სექტემბრის ნომრის მთავარი თემა სწორედ რობოტებია. სტატიის ავტორი დევიდ ბერები შეეცადა წარმოეჩინა რობოტების როლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ სულ უფრო და უფრო დამოკიდებულნი ვხდებით „ჭკვიან“ მანქანებზე: „დღეს რობოტები დაატარებენ საკვებს, ამარაგებენ ჰოსპიტლებს, დეზინფექციას უტარებენ პალატებს და ფეხით მოსეირნეებსაც კი მოუწოდებენ პარკებში სოციალური დისტანციის დაცვისკენ“.

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის რობოტექნიკოსი მანუელა ველოსო ამბობს: „ჩვენ მივეჩვიეთ მანქანურ, ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ჯიბით დავატარებთ, ახლა კი მოვიდა დრო, ისეთ ინტელექტსაც გავეცნოთ, სხეულს რომ ფლობს და უჩვენოდაც დადის. ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად გადაიქცევიან – ადამიანი, შინაური ცხოველი და ერთი ახალი „სახეობაც“ – რობოტი; ამ რეალობას რომ მივიღებთ, აი, მაშინ დაიწყება ორმხრივი ურთიერთობა“.

ახალი სახეობა? მგონი, ჯერ ასე შორსაც არ წავსულვართ, ჯერაც ბევრი რამ არის, რასაც რობოტი ვერ გააკეთებს. ის ვერ გაუმკლავდება მოულოდნელობას, თანაც, საღად განსჯის უნარიც არ აქვს – ეს ყველაფერი კი აუცილებელია ჟურნალის რედაქტორისთვის.

დაველოდოთ რამდენიმე წელი, მანამდე კი მე გიხდით მადლობას, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.

The post გაიცანით ჩვენი მომავლის რობოტები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share