Jump to content
×
×
  • Create New...

ცის კიდესთან


Moor
 Share

Recommended Posts

„იმდენად ლამაზია, ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილია… თითქოს გამოიგონეს“, – მეუბნება ფერნანდო ხავიერ ურკიხო, არგენტინული წარმოშობის ფრანგი ფოტოგრაფი და ისე მიყურებს, თითქოს ელის, როდის დავუდასტურებ, რომ ეს ნამდვილად ვერ იქნება რეალობა და ალბათ ჩვენი გუნდის რომელიღაც წევრის სიზმარში მოვიყარეთ თავი. ფერნანდოს ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი და ჩვენი პლანეტის მრავალი საოცრება უნახავს – პერუშიც ვარ ნამყოფიო, ამბობს, მაგრამ თუშეთის ირეალურობით მაინც გაოგნებული და დაბნეული, თითქოს იმის დასტურს ეძებს, რომ რასაც ხედავს, შეუძლებელია ნამდვილი იყოს.

ილიურთაში, ჩვენი მასპინძლის, კობა ბახტურიძის სახლის ძველ აივანზე ვსხედვართ მგზავრობით დაღლილები და ქონდრის ჩაით ხელში მართლაც ირეალურ პეიზაჟს გავყურებთ. ხასხასა, მწვანე მთებს დასავლეთისკენ გადახრილი მზე ოქროსფრად ხატავს, ალაგ-ალაგ თეთრ, მოძრავ ლაქებად მოჩანს ცხვრის ფარები, სადღაც ქვემოთ დაბალი ბუჩქებით იწყება ტყე და ძალიან შორიდან ისმის ხევში მიმავალი მდინარის ხმა. არც კი ვიცი, რა ვუთხრა, მსგავსი არც მე მინახავს აქამდე რამე. ვერც დანარჩენები მეხმარებიან – ყველა მონუსხული და გარინდულია.

NGo-Tusheti-2020-Fernando-009-1024x576.jსამანქანო გზა ხეცურთის თემის ბოლო სოფელ ილიურთამდე
მიდის, შემდეგ ივანაურთის თემია, სადაც ილიურთადან საცალფეხო ბილიკებით გადახვალთ. ვესტომთაც ივანაურთის თემს ეკუთვნის. საგვარეულო სახლში სასტუმროს მოსაწყობად გიორგი ქარსამაულმა ყველაფერი ცხენებით აზიდა. დღეს ოჯახი, მეცხვარეობასთან ერთად, საოჯახო ტურიზმითაც არის დაკავებული და ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს თუშურ მასპინძლობას უწევს.

იქაურობა მართლაც ზღაპარს ჰგავს, მითიური გმირებით დასახლებულ სამყაროს. „იმ მთაზე თებჯორიკა ცხოვრობს“, – ჩამესმის მასპინძლის ხმა, რომელიც ხალისით უზიარებს სტუმრებს ადგილობრივი მითიური პერსონაჟების შესახებ ამბებს. თებჯორიკა ადამიანს ჰგავს, ოღონდ ფეხები უკუღმა აქვს და თუ მისი ფრჩხილი ჩაიგდე ხელში, შენი ერთგული მსახური გახდება, ყოველთვის დაგიცავს და დაგეხმარება. ისედაც უყვარს ხალხის დახმარება: „წყაროსთან დახრილ მწყემსს ვერცხლის თასით წყალი მიაწოდა ქალმა. მწყემსმა წყლის ანარეკლში საკუთარი თავიც დაინახა და გარემოც, მაგრამ წყლის მიმწოდებელი არ ჩანდა. ფეხებზე რომ დახედა, მერეღა მიხვდა, რომ თებჯორიკა იყო და გააცია. თებჯორიკას გაეცინა, ვერცხლის თასი ხელში შეატოვა მწყემსს და ტყისკენ გაიქცა…“ – მგონი მართლაც იმ დროში გადავინაცვლეთ, მითიური გმირები და ადამიანები ჯერ კიდევ ერთ სიბრტყეში რომ ცხოვრობდნენ…

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მეორე დღეს ვესტომთიდან ჩამოგვაკითხავენ, ჩვენს ბარგს ცხენებს აჰკიდებენ, ჩვენც აგვამხედრებენ და ყველა ერთად გავუყვებით საცალფეხო ბილიკს, რომელიც მთის ფერდობს მიუყვება და რომელზე ფეხის დაცდენაც ხევში გადაჩეხას ნიშნავს. ცხენებმა თვითონ იციან გზა: „ნუ გეშინიათ, ეგენი ავტომატზე არიან, არც გადაგჩეხავენ და არც დაიკარგებიან“, – ეცინება გამოცდილ მეცხვარეს, რობიზონ ქარსამაულს, ჩვენ კი ცხენის ფაფარს ჩაფრენილები ხმას არ ვიღებთ, მაგრამ სახეზე გვაწერია, გული რომ გვისკდება. გადავივლით მთას, ხევს, პატარა მდინარეს, შემდეგ ტყეს და ისევ ალპურ ზონაში ავალთ, ისევ სულ ზემოთ – ღრუბლებთან. ქედს გავუყვებით და ცის კიდეზე ვესტომთაც გამოჩნდება – ქარსამაულების სოფელი.

NGO-Tusheti-2020-Fernando-008-1024x576.jთინა ბელადიძე, რობიზონ ქარსამაულის მეუღლე, სრულად არის ჩართული ოჯახის სამეურნეო საქმიანობაში და როგორც სხვა მწყემსები, ისიც ყოველ გაზაფხულს ფეხით მიერეკება საქონელს მთისკენ. ხშირად, თუში ქალი გადამწყვეტ როლსაც თამაშობს მწყემსებთან მოლაპარაკების საქმეში.

თუშეთის პაწაწინა, სიპი ქვით ნაგები სოფლების უმეტესობის მსგავსად, ვესტომთაც ზედ მთის წვერზეა გაშენებული – ხევს იქით მოპირდაპირე მთა (საჴარის ცერი) თვალის სიმაღლეზეა, უფრო მაღლა კი მხოლოდ ცაა. ნისლი თუ ჩამოწვა, ნამდვილად შეგეპარება ეჭვი ფეხქვეშ მიწის არსებობაში და კიდევ უფრო დამაჯერებლად მოგეჩვენება მითისა და რეალობის თანაარსებობა რომ შესაძლებელია. თანაც სულ გიკვირს, რომ აქ, თითქოს ყველაფრისგან მოწყვეტილ, ზღაპრულ ადგილას, ოდესღაც ადამიანი აღმოჩნდა და დასახლებაც გაბედა, მისი შთამომავლები კი, მიუხედავად უამრავი სირთულისა, დღემდე ახერხებენ მამაპაპისეული კერისა და ტრადიციის შენარჩუნებას.

ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ ოქტომბერი ჟურნალ National Geographic-ის დაბადების თვეა – მთავარი გამოცემა წელს 132 წლის გახდა, ქართული გამოცემა კი 8 წლის იუბილეს აღნიშნავს. უკვე რამდენიმე წელია ოქტომბრის თვეში ქართული თემით და ყდით გესალმებით – არც წელს ვუღალატებთ ტრადიციას და მოგითხრობთ გასაოცარი თუშეთის შესახებ.

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.

The post ცის კიდესთან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share