Jump to content
×
×
  • Create New...

ფიქრი შეცვლილ სამყაროზე


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ამ ახალმა კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა. მთელ მსოფლიოში დაუჯერებელი რაოდენობის ადამიანს შეეყარა COVID-19 და მას უამრავი ეწირება. ხელშეუხებელი არ დარჩა ცხოვრების არც ერთი ასპექტი: სამსახური, სკოლა, ოჯახი.

ამ სპეციალურ გამოცემაში ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი სამყარო – და როგორ შეიძლება შეუცვალოს მიმართულება ჩვენს აზროვნებას და ქცევას მომავალში.

ბევრს ვფიქრობ, რა გავლენა ექნება ამას ბავშვებზე. რაც შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადავედით, კოლეგების ბავშვებიც სულ ჩნდებიან ხოლმე ვიდეოშეხვედრების დროს. ვღელავ, რომ დისტანციურმა სწავლებამ შეიძლება მათ აკადემიურ მოსწრებაზე იმოქმედოს.

თუმცა, იმ ბავშვებზე უფრო ვღელავ, რომლებიც ეკრანზე არ ჩანან. ბავშვებზე, რომლებსაც სკოლა უზრუნველყოფდა კომპიუტერით, ინტერნეტით და საკვებით. ღმერთს ვთხოვ, რომ სკოლის დახურვის მიუხედავად, დახმარება არ შეუწყდეთ და იმედი მაქვს, რომ ბავშვებს ძალა ეყოფათ ყველაფრის ასანაზღაურებლად.

მეფიქრება ახალგაზრდებზე, რომლებიც ახლა იწყებდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ოცნებების ასრულებაში მათ პანდემიამ შეუშალა ხელი. 2007-2009 წლების დიდმა რეცესიამ მრავალ ოჯახს მიაყენა მძიმე დარტყმა, ამიტომ სტუდენტებმა უზარმაზარი სესხები აიღეს კოლეჯის გადასახადის დასაფარად, ახლა კი ხელიდან გამოეცალათ სტაჟირებაც, დასაქმების შემოთავაზებებიც და შერჩათ იძულებითი „აკადემიური წელი“. არც ისე სახარბიელო ბედი ხვდათ წილად. ზოგი მათ წყალწაღებულ თაობას უწოდებს.

თუმცა, ნუ იჩქარებთ. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ქეით ენგლის ერთი ესეი 2020 წლის შესახებ. მან ივნისში დაამთავრა სკოლა ტრადიციული ცერემონიების გარეშე – როგორც ყველა უფროსკლასელმა მთელ აშშ-ში.

კოლეჯში სწავლა ერთი წლით გადადო და აპირებს, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს. ესეიში წერდა, რომ გამოსაშვებ საღამოზე ნერვიულობის ნაცვლად, მან და მისმა თანატოლებმა გადაწყვიტეს, უქმე დღეები დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენისთვის დაეთმოთ.

18 წლის ასაკში მე ასეთი ბრძენი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ახალგაზრდების მსგავს სულისკვეთებას ამ გამოცემის ერთ-ერთ ესეიშიც ნახავთ.

გმადლობთ რომ კითხულობთ National Geographic-ს.

The post ფიქრი შეცვლილ სამყაროზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share