Jump to content
×
×
  • Create New...

ყველაზე მთავარი ჰანგი


Moor
 Share

Recommended Posts

გაინტერესებთ, როგორ უმღეროდნენ ბაბილონელი დედები თავიანთ შვილებს იავნანას? – თუ თქვენი მობილურის კამერით ჩვენს სტატიაში დატანილ შესაბამის QR კოდს დაასკანერებთ, ამის გაგებას შეძლებთ.

დიახ, ჩვენამდე დოკუმენტურად მოღწეული პირველი იავნანა 4000 წელს ითვლის; ის თიხის ფირფიტებზეა ამოტვიფრული და მოგვითხრობს „სახლის ღმერთზე“, რომელიც მტირალა ბავშვმა გააღვიძა და ჩვილს პირქუშად იხმობს: „პატარა ბალღო ბნელ სახლში“, – ასე იწყება იავნანას უძველესი ტექსტი. აქადურიდან ის ლონდონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიური მუსიკათმცოდნეობის საერთაშორისო საბჭოს დირექტორმა რიჩარდ დამბრილმა თარგმნა. მისი აზრით, ძველი ბაბილონელები „საკმაოდ სასტიკები იყვნენ“. ამას იგი იმით ხსნის, რომ მაშინ „ადამიანის სიცოცხლეს ძალიან, ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა და, შესაძლოა, ბავშვების შიშში აღზრდით მათ სამომავლოდ თავდაცვის რეფლექსებს უვითარებდნენ“, თუმცა, თუ იმ იავნანებსაც გავეცნობით, რომლებსაც დღემდე მღერიან მსოფლიოს გარშემო, ვნახავთ, რომ ისინი ირეკლავენ დროს – ტკბილ, დამამშვიდებელ, გამოსაჯანმრთელებელ იავნანებთან ერთად, დედები დღემდე უმღერიან შვილებს „შესაშინებელ“, ზოგჯერ მართლაც სასტიკ იავნანებს, თუმცა მათ ბევრი რამ აერთიანებთ – თითოეული უნიკალურია, დედისა და შვილის უხილავ კავშირს ასახავს, სიყვარულითაა ნამღერი და ძილის მაგიურ სამყაროში ეპატიჟება პატარებს.

ახალი წელი გვიახლოვდება – ზღაპრული და ჯადოსნური პერიოდი. გადავწყვიტეთ, ცოტა ხნით დაგვევიწყებინა პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და პრობლემები, რომლებიც პანდემიას მოჰყვა და თქვენთვის იმ ჯადოსნური სამყაროს შესახებ მოგვეთხრო, მსოფლიოს ხალხების იავნანებში რომ ცოცხლობს.

გილოცავთ მომავალ 2021 წელს, ჯანმრთელობას გისურვებთ და გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს.

frame.jpg

მოუსმინეთ ხევსურულ ნანეს (ნანა) ანსამბლ “მზეთამზეს“ შესრულებით.

* თქვენი მობილური ტელეფონის კამერით სკანირება გაუკეთეთ QR კოდებს და მოუსმინეთ იავნანებს მთელი მსოფლიოდან.

The post ყველაზე მთავარი ჰანგი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share