Jump to content
×
×
  • Create New...

სწრაფად ცვალებადი სამყაროს პასუხად


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სამყარო მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კოლორადოს კოლეჯის ცხრაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ National Geographic Society-ს დირექტორი გავხდი. 2020 წელს რომ გადავხედოთ, ორგანიზაციების წარმატებას იმით განვსაზღვრავთ, თუ როგორ შეხვდნენ ისინი ორ გლობალურ მოვლენას: პანდემიას და რასობრივი სამართლიანობის მოძრაობას, რომელსაც ბიძგი მისცა   შავკანიანი ამერიკელების მიმართ სისტემურმა რასიზმმა. National Geographic-მა ორივე მოვლენა ვრცლად გააშუქა.

პანდემიის დროს National Geographic Society-ს საგანმანათლებლო პროგრამების მთავარი მიმართულება სასწავლო რესურსების მიწოდება გახდა. მათ შორის ვიდეორგოლების ციკლი, რომლებიც შვიდივე კონტინენტზე მცხოვრებ მოსწავლეებს აკავშირებს National Geographic-ის მკვლევრებთან. დაბალშემოსავლიან რაიონებში მასწავლებლებისთვის გავეცით გრანტები დისტანციური სასწავლო მასალის შესაქმნელად; იმის უზრუნველსაყოფად, რომ COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენები  სრულყოფილად გაგვეშუქებინა და მარგინალიზებულ საზოგადოებათა შესახებ ამბებიც მოგვეცვა, დავაარსეთ კრიზისთან გამკლავების ფონდი ჟურნალისტებისთვის და 50 ქვეყანაში 150-ზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ.

ჩვენ ორმაგი ძალებით განვაგრძეთ აფრიკული წარმოშობის, მკვიდრი და ფერადკანიანი მკვლევრების –  მეცნიერების, მასწავლებლების და მთხრობლების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის გრანტის მფლობელთა სია ყველაზე წარმომადგენლობითი გამოვიდა –  გრანტების 62% აშშ-ის ფარგლებს გარეთ გაიცა, ხოლო მიმღებთა 50% ქალები არიან – გასაკეთებელი კვლავაც ბევრია.

ივლისში გამოვავლინეთ სიღრმისეული თხრობის ახალი სტიპენდიანტები. ზოგიერთი მათგანი მოგვითხრობს  ქალთა ძალისხმევაზე ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის შესაჩერებლად, ასევე ადამიანთა ამბებს, რომელთა ოჯახის წევრიც იარაღით ძალადობას ემსხვერპლა. აფროამერიკელებთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად ჩვენ შემოგვიერთდა ს. დენიელ დოუსონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. პროგრამის „Field Ready“ ფარგლებში კი ვთანამშრომლობთ National Geographic-ის სატელევიზიო ქსელთან გადაცემების შექმნის პროცესში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნებისთვის.  

ჩვენი მისიაა სამყაროს საოცრებათა გამოაშკარავება და მათი დაცვა; ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველა რასის, იდენტობის, გამოცდილებისა და უნარის მქონე ადამიანის ჩართულობით. ჩვენი ორგანიზაცია  გაორმაგებული ძალებით ხვდება 2021 წელს, ცვლილებების მიუხედავად, რჩება აქტუალური და მოწოდების სიმაღლეზე. მე ყოველთვის ისეთ ორგანიზაციებს წარმოვადგენდი, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს ფასეულობებს – საქმისადმი ერთგულება,  შეუპოვრობა, ტრანსფორმაციული განათლება და ბრძოლა არსებითი ცვლილებებისთვის. მე მაქვს პატივი, გავუძღვე ამ ორგანიზაციას და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

ჯილ ტიფენთალერი, National Geographic Society-ს დირექტორი

The post სწრაფად ცვალებადი სამყაროს პასუხად appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   14 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 11 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)