Jump to content
×
×
  • Create New...

XX საუკუნის არგონავტი | ტიმ სევერინი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2014 წლის ივლისში საქართველოს ეწვია ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი, რომელმაც 30 წლის წინ, XX საუკუნეში გაიმეორა არგონავტების მარშრუტი და 1984 წლის ზაფხულში ხომალდ „არგოთი“ მოადგა საქართველოს ნაპირებს. ტიმ სევერინის საქართველოში დაბრუნებას არაერთი ღონისძიება მიეძღვნა, მათ შორის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება „30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის „იასონის მოგზაურობის“ შემდეგ“.

ბატონო ტიმ, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. თქვენ თავგადასავლებით აღსავსე, ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ, „ცხრა მთა და ცხრა ზღვა არაერთხელ გადაიარეთ” და ყოველთვის წარმატებით ბრუნდებოდით შინ. დღეს რა განცდა გეუფლებათ, როდესაც ამაზე ფიქრობთ?

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. მგონია, რომ ბედმა გამიღიმა, რადგან შევძელი მრავალი ქვეყნის კულტურა შემესწავლა ზღვით მოგზაურობასთან, გემთმშენებლობასთან, მათი მეზღვაურების წარმატებებთან მიმართებაში. ყოველი ჩემი მოგზაურობის დროს ბედნიერება მქონდა, გამეცნო და გამეზიარებინა გამოცდილება იმ კონკრეტული კულტურის წარმომადგენლებისთვის, რაც ნამდვილად დიდი პრივილეგიაა.

severin_01-703x1024.jpgტიმ სევერინი

მოგზაურობები, რომლებიც თქვენ მოაწყვეთ, ძირითადად ლეგენდებს ეფუძნება. როგორ ირჩევდით მათ – უბრალოდ იღებდით ისტორიას, რომელიც მოგწონდათ, თუ ატარებდით კვლევას და წინასწარვე იცოდით, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ პროექტის განხორციელება?

მაგალითად, იასონისა და არგონავტების მითი ავირჩიე როგორც შესაძლებლობა, განმეხორციელებინა საზღვაო ექსპედიცია, შეიძლება ამას „არქეოლოგიური ექსპერიმენტიც“ ვუწოდოთ. ამასთანავე, ეს ჩემთვის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ბუნებრივი ნაბიჯი იყო: მე უკვე ვიმოგზაურე ტყავის გემით, რომლითაც მეზღვაურთა მფარველი წმინდა ბრენდანის გზა გავიმეორე და ყველაზე ცნობილი მეზღვაურის, სინდბადის გზა, რომელიც VI-VIII საუკუნეების არაბული საზღვაო გემის მიხედვით აგებული ხომალდით გავიარე. ამიტომ გადავწყვიტე, მეცადა, ისტორიაში არსებული ყველაზე ადრეული მოგზაურობა გამეცოცხლებინა, რომლის დროსაც ისაონმა და მისმა არგონავტებმა ურთულესი გზა გაიარეს ოქროს საწმისის ძიებაში. წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევდა და, ამასთანავე, სულაც არ იქნებოდა ადვილი ისეთი უცნაური, 20-ნიჩბიანი გემის აგება და იმის დამტკიცება, რომ მას შეეძლო იმ დროში ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის გაეძლო.

DSC_7995-1024x576.jpgტიმ სევერინი, ილია ფერაძე, დავით ლორთქიფანიძე. დმანისი, 2014 წ.

თქვენი ეს მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის და ზოგადად ქართველი ხალხისთვის. გარდა ზემოთ ხსენებული მიზეზებისა, რომელთა გამოც აირჩიეთ ეს ამბავი, რას გვეტყოდით თვითონ მითის შესახებ?

იასონისა და არგონავტების მითი ჩემთვის იმდენად იყო განსაკუთრებული, რამდენადაც ეს ანტიკურ ლიტერატურაში ცნობილი პირველი მოგზაურობის ისტორიაა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენთვის დღემდე ცნობილი პირველი შემთხვევაა, როდესაც გემს სახელი ეწოდა – არგო. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი სავარძელში მოკალათებული მეცნიერი მას ისე უყურებდა, როგორც ნამდვილ ლეგენდას. მე კი ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მიდრეკილი ვარ, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ნებისმიერი აღიარებული ჭეშმარიტება.

რამდენი დრო დაგჭირდათ ამ ექსპედიციისთვის მოსამზადებლად და თუ ელოდით, რომ საქართველოში იხილავდით არქეოლოგიურ მასალას, ოქროს მოპოვების უძველეს მეთოდს და წყაროებს, რომლებიც არგონავტების მითს უმაგრებენ ზურგს?

იასონის მოგზაურობისთვის მოსამზადებლად დაახლოებით სამი წელი დაგვჭირდა. თავდაპირველად უნდა შემესწავლა ჩვენამდე მოღწეული უძველესი ტექსტები და მათზე არსებული ყველა კომენტარი, რომელსაც კი ვიპოვიდი იმ თეორიების ჩათვლით, რომლებიც ოქროს საწმისის რაობას და არსებობას შეეხებოდა. ვეძებდი ყველაფერს ქართული არქეოლოგიის და საქართველოს ნაპირებზე არსებული შესაძლო პორტების შესახებ. ასევე, ვიკვლევდი გვიან ბრინჯაოს ხანაში რეალურად არსებული გემის ტიპებს, ვამზადებდით ტექნიკური დიზაინის გეგმებს, ვითვლიდით გემის მასშტაბს, ვაგროვებდით მასალას, გემთმშენებლებს და ა.შ. მე ჩავედი სტამბულში და შევისწავლე მოგზაურობისთვის ყველაზე სახიფათო ადგილი – ბოსფორის სრუტე. კრიტიკულად განწყობილი მხარე ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო ამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ამიტომ ბოსფორზე მეთევზეებს დაწვრილებით გამოვკითხე იქ არსებული დინებების შესახებ და ის, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მათი გვერდის ავლა.

  • 1_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 22-1024x577.jpg
    გალერეის გახსნა
  • 10_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 8-2-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ილია ფერაძე, ტიმ სევერინი, ნუგზარ ფოფხაძე, ოთარ ლორთქიფანიძე. ვანი, 1984 წ.

ტიმ სევერინი, ოთარ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი. 1984 წ.

ტიმ სევერინი და „თანამედროვე არგონავტები“. ფოთი, 1984 წ.

ტიმ სევერინი, ოთარ ლორთქიფანიძე, იური სენკევიჩი. ვანი, 1984 წ.

გააზიარეთ ფოტო
  • 1_1-1024x576.jpg
  • 22-1024x577.jpg
  • 10_1-1024x576.jpg
  • 8-2-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ილია ფერაძე, ტიმ სევერინი, ნუგზარ ფოფხაძე, ოთარ ლორთქიფანიძე. ვანი, 1984 წ.

ტიმ სევერინი, ოთარ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი. 1984 წ.

ტიმ სევერინი და „თანამედროვე არგონავტები“. ფოთი, 1984 წ.

ტიმ სევერინი, ოთარ ლორთქიფანიძე, იური სენკევიჩი. ვანი, 1984 წ.

შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ბოლოს და ბოლოს კოლხეთის მიწას მიადექით 1985 წელს?

არგოს ქართულ წყლებში შესვლა და შემდეგ რიონში გადასვლა ქართველ მოხალისეებთან ერთად ერთი სიტყვით რომ ვთქვა, სიურეალიზმი იყო. მოგზაურობის დასაწყისში ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საქართველოშიც არ ვიყავი ნამყოფი მანამდე და ამიტომ ყოველი წუთი გამაოგნებელი იყო ჩემთვის. ქართველების ენთუზიაზმი ცას სწვდებოდა. ისინი ყველანაირად გვეხმარებოდნენ და გვესალმებოდნენ თანამედროვე არგონავტებს. ჩვენთვის და, ვფიქრობ, ქართველებისთვისაც ეს უზარმაზარი ემოციების დღე იყო. ენერგიული დახვედრის ქარიშხალი შემიძლია ვუწოდო იმ დღეს. და არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემი გუნდის ყველა წევრზე საქართველოში გატარებულმა დღეებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ახლა, როდესაც 30 წლის შემდეგ კვლავ ესტუმრეთ საქართველოს, შეხვდით ყოფილ „არგონავტებს“ და მეცნიერთა უმეტესობას, ბევრი რამ ალბათ შეცვლილი დაგხვდათ.

ერთი შეხედვით თანამედროვე საქართველო ძალიან განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელშიც წლების წინ ვიყავი, იმდენი ახალი შენობა, გზა და დაწესებულებაა გარშემო, ქუჩებში მანქანების ტევა აღარ არის და ქუჩების გასწვრივ რეკლამებია ჩამწკრივებული… თუმცა, როდესაც ისევ უახლოვდები ადამიანებს, ხვდები, რომ ისინი ისევ ისეთივე გულღია და მეგობრულები არიან, ყოველთვის ცდილობენ დაგეხმარონ, ეამაყებათ თავიანთი ისტორია და მზად არიან ცვლილებებისთვის, თუმცა თავიანთ ფესვებთან სიახლოვითაც კომფორტულად გრძნობენ თავს.

6_1-1-1024x576.jpg„თანამედროვე არგო“ საქარართველოს ნაპირთან, 1984 წ.

ვანის არქეოლოგიური ძეგლი და იქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომელიც არგონავტების მითს რეალობასთან აკავშირებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია. ახლა მუზეუმი ტრანსფორმაციისა და განახლების პროცესშია და თანამედროვე ტიპის ინსტიტუციად ყალიბდება. რა იყო თქვენთვის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი იმ მუზეუმისგან, რომელიც 30 წლის წინათ ნახეთ და როგორ შეაფასებდით იმ ცვლილებებს, რომლებიც მუზეუმში მიმდინარეობს?

ეროვნული მუზეუმი არაჩვეულებრივი მაგალითია პროგრესული მსოფლმხედველობისა, რისკენაც მიმართულია დღევანდელი საქართველო. ადრე სტანდარტად მიჩნეული სტატიკური ტიპის გამოფენები დღეს აღარსად არის. მიდგომა: მკაცრი სწავლება, ძირითადად მხოლოდ მათთვის, ვისაც პროფესიული ინტერესი აქვს, ასევე გაქრა. ახლა მნიშვნელოვანია პრეზენტაციის ახალი მეთოდები: მსუბუქი და კაშკაშა, თანამედროვე მასალების გამოყენება და დამთვალიერებლის მოზიდვის ტექნიკის გამოყენება, რათა უკეთ მოხდეს არაჩვეულებრივი საგანძურის ჩვენება. ჩემთვის გასაოცარი და მოულოდნელი იყო ყველაფერი ამის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხილვა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულმა მუზეუმმა საქართველოს უახლესი ისტორიაც არ დაივიწყა და არაჩვეულებრივი აქცენტებით, ინტერპრეტაციითა და დიზაინით წარმოადგინა იგი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმს როგორც მცველს ისეთი არაჩვეულებრივი კოლექციებისა, რომლებიც უძველესი დროით თარიღდება, დიდი პასუხისმგებლობა აწევს, რათა გააგრძელოს დამთვალიერებლის მოზიდვა, მასთან ურთიერთობა და შთაგონება.

რა იქნებოდა თქვენი რჩევა, რა არის საუკეთესო გზა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომ გააცნოს თავისი კულტურა, ისტორია და ტრადიციები დანარჩენ მსოფლიოს თანამედროვე ხერხების გამოყენებით ისე, რომ არ დაკარგოს თავისი იდენტურობა? თქვენი აზრით, სწორ გზას ვადგავართ?

მე არც ისე კარგი მრჩეველი ვარ, თუმცა ვფიქრობ, ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა (და ირლანდია, სადაც მე ვცხოვრობ) უნდა გამოიყენონ თანამედროვე კომუნიკაციის ყველა ხერხი, რათა თავიანთი კულტურა მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინონ. ციფრულ სამყაროში კრეატიულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიდიდე. საქართველოს არაჩვეულებრივი მუზეუმები, მუსიკა, თეატრი და ვიზუალური ხელოვნება აქვს. ყოველივე ეს მას საშუალებას აძლევს, წარმოაჩინოს თავისი ეროვნული თვითმყოფადი კულტურა.

ინტერვიუ ჩაიწერა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კორპორატიული ჟურნალისთვის “მუზეუმი” და პირველად გამოქვეყნდა 2014 წელს ჟურნალი “მუზეუმის” მე-3 ნომერში.

The post XX საუკუნის არგონავტი | ტიმ სევერინი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   35 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 34 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)