ფორუმელი Moor Posted 8 მარტი, 2020 Posted 8 მარტი, 2020 იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი ქარხანა ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე მუშაობდა და ფრანგი სპეციალისტების დახმარებით მაღალი ხარისხის ბრენდის აწარმოებდა. სარაჯიშვილის ფირმა ამავდროულად აერთიანებდა სარექტიფიკაციო, არყის, ლიქიორისა და კონიაკის ქარხნებსა და მრავალრიცხოვან საწყობებს საქართველოს, ევროპისა და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში. კონიაკის პარალელურად, სარაჯიშვილის ფირმა ორმოცდაათამდე სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელს უშვებდა და აზიის, რუსეთის იმპერიისა და ევროპის ბაზარზე წარმატებულ ექსპორტს ახორციელებდა. 1901 წელს, ტფილისში გამართულ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის გამოფენაზე, უკვე სახელმოხვეჭილი მეწარმე საზოგადოების წინაშე საკუთარი კონიაკის ქარხნის პავილიონით წარდგა. სარაჯიშვილის პავილიონი, გამოფენაზე წარმოდგენილ 40-ზე მეტ კერძო პავილიონს შორის, შთამბეჭდავი მასშტაბითა და განსხვავებული გაფორმებით გამოირჩეოდა. მისი გეგმა თავად დავით სარაჯიშვილს, პროექტი კი ხუროთმოძღვარ სვიმონ კლდიაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო დეკორატიული რელიეფები იაკობ ნიკოლაძემ შეასრულა. გამოფენის დასასრულს, ორგანიზატორებისა და გამგე კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დავით სარაჯიშვილი კიდევ ერთი საპატიო დიპლომითა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მოგვიანებით, 1902 წელს, სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მას „კომერციული მრჩევლის“ სტატუსი, ხოლო 1913 წელს მის ფირმას `რუსეთის საიმპერატორო კარის მიმწოდებლის“ წოდება მიენიჭა. The post სარაჯიშვილის პავილიონი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა