Jump to content
×
×
  • Create New...

ღია სცენა


Recommended Posts

  • ფორუმელი

კისლოვოდსკის კურზალის მშენებლობა XIX საუკუნის მიწურულს, 1895 წელს დასრულდა და მალევე იქცა ჩრდილოეთ კავკასიის საკურორტო რეგიონის გამაერთიანებელ მუსიკალურ-კულტურულ ცენტრად. ეს იყო უმსხვილესი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისგან შედგებოდა. აქვე, დამსვენებლებისთვის მოწყობილ მყუდრო პარკში, განთავსებული იყო ნიჟარის ფორმის ღია სცენა.

საზაფხულო სცენა 1896 წელს, ცნობილი ბელგიელი არქიტექტორის, ევგენი დესკუბეს პროექტის მიხედვით აშენდა და დახვეწილი დეკორაციებით შემკულ ფრანგული ნეორენესანსის სტილის ნაგებობას წარმოადგენდა. მის გარშემო მოწყობილი მოხერხებული ადგილები 1500-მდე მაყურებელზე იყო გათვლილი.

ნაგებობა უნიკალური კონსტრუქცით გამოირჩეოდა. მისი ჭერი და შეზნექილი უკანა კედელი, რომელიც რეზონანსს აძლიერებდა, გასაოცარ აკუსტიკას ქმნიდა. ამიტომ კისლოვოდსკში საკურორტო სეზონის განმავლობაში გასტროლებზე ჩასულ მუსიკოსებსა და არტისტებს აქ კონცერტების გამართვა განსაკუთრებით უყვარდათ.

თითქიმის ერთი საუკუნის განმავლობაში საზაფხულო სცენა, რომელმაც არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ შემსრულებელსა და ორკესტრს უმასპინძლა, საზოგადოებრივი თავშეყრის, კულტურული დასვენებისა და გართობის ადგილს წარმოადგენდა.

საბჭოთა ეპოქის მიწურულს საზაფხულო სცენა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა მოგვიანებით მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ის დღესაც მასპინძლობს სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობ ღონისძიებას.

The post ღია სცენა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share